ფეხბურთი

10:23 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გარი ლინეკერი: „მესი სხვა ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა დგას“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი ტეექსპერტმა, გარი ლინეკერმა, თავისი ტვიტერის გვერდზე ლიონელ მესის მეექვსე „ოქროს ბურთის“ მოპოვება მიულოცა და თქვა, რომ არგენტინელი სხვა ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა დგას.

„მესიმ მეექვსედ მოიგო „ოქროს ბურთი.“ მისი სტატისტიკა არაჩვეულებრივია. ვულოცავ მას მორიგ წარმატებას. ის ერთი თავით მაღლა დგას სხვა დანარჩენ ფეხბურთელებზე.

მისი თამაში ადამიანებს აბედნიერებს. მან ეს პრიზი დამსახურებულად მოიპოვა“ - წერს ლინეკერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102475