ფეხბურთი

23:39 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ხოსე პერალესი დასახელდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ხოსე პერალესი დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანელმა მეკარემ მეორე წრეში „დინამოს“ ღირსება 9-ჯერ დაიცვა და მხოლოდ 5 გოლი გაუშვა, ხოლო ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონი 2016 წლის შემდეგ პირველად გახდა, ისტორიაში კი მეჩვიდმეტედ.

0.103488