ფეხბურთი

13:30 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"

პეპ გვარდიოლას "სიტიმ" "ნიუკასლთან" 2:2 ითამაშა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. "სიტისა" და "ლივერპულს" შორის ცხრილში სხვაობა 11 ქულაა. ამასთან დაკვშირებით გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"ბიჭებმა იბრძოლეს, ძალა და ენერგია არ დაუზოგავთ, მაგრამ ორი ქულა მაინც დავკარგეთ. "ლივერპული" 11 ქულით გვასწრებს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველი შეხვედრისთვის ისე მოვემზადოთ, როგორ უკანასკნელისთვის"- განაცხადა გვარდიოლამ.

პრემიერლიგაში 14 ტურის შემდეგ "სიტი" 29 ქულით მესამე ადგილზეა, პირველ ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 40 ქულა აქვს.

0.118204