ფეხბურთი

17:06 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

10 წლის შემდეგ პირველად: რონალდუმ თვე უგოლოდ დაასრულა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ბოლო დროს ძველებურად მრისხანე ვეღარაა და ნოემბერი ისე მიილია, რომ მეტოქეთა კარში გოლი ვერ გაიტანა. საინტერესოა, რომ პორტუგალიელმა თვე გოლის გარეშე 2009 წლის შემდეგ პირველად დაასრულა.

მხედველობაში არ ვიღებთ პორტუგალიის ნაკრებში გატანილ გოლებს (2 მატჩში 4 გოლი) და საუბარი მხოლოდ საკლუბო შედეგებზეა. „იუვენტუსის“ მაისურით კრიშტიანუმ ნოემბერში 4 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ბოლოს თავი ერთი თვის წინ, 30 ოქტომბერს, „ჯენოასთან“ გამოიჩინა.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი ცუდი თვე რონალდუს 2009 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც „რეალის“ რიგებში გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მაშინ მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა. აქედან მოყოლებული 34 წლის ფეხბურთელისთვის 10 წლის განმავლობაში არცერთი თვე უგოლოდ არ დასრულებულა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირის ჩათვლით 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124992