სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

11:44 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

19 წ | ქართული ტურნე - შესაძლებლობა სამხრეთ აფრიკელებისთვის
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრები კვირას სტელენბოშის აკადემიაში შეიკრიბა და ქართული ტურნესთვის მზადებას შეუდგა.

„ჯუნიორ ბოკე“ თბილისში 28 ნოემბერს ჩამოვა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან 2-მატჩა სერიას გამართავს - სერიის მატჩები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 2 და 5 დეკემბერს გაიმართება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩინ რუ შეკრების პირველი დღეებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ტურნეს განმავლობაში საკუთარ მორაგბეებს უკეთ გაიცნობს:

"ქართველებთან გასამართი მატჩები საშულაებას გვაძლევს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ. მივემგზავრებით უცხო ქვეყანაში, სადაც ცივ ამინდებში მოგვიწევს თამაში და ვფიქრობ, კარგი თავგადასავალი გამოგვივა. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო კარგად გავიცნოთ ჩვენი მორაგბეები“.

საქართველოში ჩამოსვლას და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელოდება მათი 9 ნომერი ჯეიდენ ჰენდრიქსი, რომელმაც უმცროსი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ წელს უკვე ორჯერ ითამაშა - გაზაფხულზე სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის დროს და ზაფხულში არგენტინაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში.

ჰენდრიქსი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ინდივიდუალურად კი, „საუკეთესო გარღვევის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ის გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილია და მომავალ თამაშებს მოუთმენლად ელოდება:

„მიხარია, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში დამიძახეს. შესანიშნავი შემადგენლობა შევიკრიბეთ და ბანაკშიც ფანტასტიური ატმოსფეროა. მოუთმენლად ველოდებით საქართველოში გამგზავრებას და მოედანზე თავის გამოჩენის შესაძლებლობას. სხვა ქვეყანაში გამგზავრება ყოველთვის კარგია. საქართველოს წინააღმდეგ ადრეც მითამაშია. მომავალი მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მორაგბეები აღნაგობას დიდ ყურადღებას უთმობენ და ორი კარგი თამაში გველოდება“.

კარგად ნაცნობი სამხრეთ აფრიკა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის დამყარებული კეთილგანწყობილი ურთიერთობების ფონზე, ქვეყნებს შორის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისა თუ გუნდების მიმოსვლა ჩვეულებრივ ამბად იქცა.

შედეგად, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უმცროსი ბორჯღალოსნები ჯუნიორ ბოკეს 6-ჯერ ეთამაშნენ.

2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში, საქართველოს ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიის გუნდი ეწვია. ჩვენმა ახალგაზრდებმა მეტოქესთან სამი მოსამზადებელი თამაში გამართეს და სამივე მოიგეს - 55:17, 11:6 და 64:19. იმავე წელს, ჩემპიონატში პირველი კვეთა მოხდა ჯუნიორ ბოკესთან და თბილისში გამართულ მატჩში სტუმრებმა 38:14 იმარჯვეს.

2018 წლის გაზაფხულზე საქართველოს ნაკრები თავად ეწვია სამხრეთ აფრიკას და ორი მოსამზადებელი თამაში გამართა. პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა 55:14 იმარჯვეს. უმცროს ბორჯღალოსნებს მეორე მატჩში ჰქონდათ რევანშის შანსი, 50-ე წუთისთვის 23:17 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც მეტოქეს დარჩა 48:23. იმავე წელს, უკვე ოფიციალურ მატჩში, ჩვენი გუნდი სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო. ბრძოლა უკანასკნელ წუთამდე გაგრძელდა და საქართველომ ერთი ბონუს ქულის აღება მოახერხა - 33:27 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.

წელს გაზაფხულზე უმცროსი ბორჯღალოსნები მეორედ იმყოფებოდნენ სამხრეთ აფრიკაში და საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამი მატჩი გამართეს, აქედან ერთი მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებთან - 10:58. წელსვე სამხრეთ აფრიკას 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ ვეთამაშეთ და გამარჯვება კვლავ მეტოქეს დარჩა - 48:20.

იმ მორაგბეებიდან, რომელთაც ჩინ რუ საქართველოში წამოსაყვანად ამზადებს, სამს წლევანდელ ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ უთამაშიათ. ესენი არიან ზემოთ ნახსენები ჰენდრიქსი, მეორეხაზელი ემილ ვან ჰირდენი და მესამეხაზელი სელიმპილო გუმედე. სამივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მათ გარდა კიდევ სამი მორაგბე - მნობო, სანგვენი და მდლესტშე, არგენტინაში უმცროსი ბოკესთან ერთად ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა და ახლა საქართველოში მოდის.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110656
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X