თამაშგარე

15:13 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ თავის ფეხბურთელებს სწრაფი სექსი შესთავაზა

დიდი მამაილა ვინმეა მილანის “ინტერის“ ამჟამინდელი მესაჭე ანტონიო კონტე. ფეხბურთელობისას ხომ ძალიან ოღრაში და მექალთანე იყო და როგორც აპენინელი “ყვითელი“ მოკალმეები ამბობენ, არც მწვრთნელობისას იკლებს ქალებში განავარდებას. ამ დროს კი თავის ფეხბურთელებს სექსთან დაკავშირებით გოთვერნულ რეგულაციებს უწესებს.

ამასწინათ, მილანელთა თავკაცმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს მუდმივად სწრაფი სექსისკენ მოუწოდებს, რათა მათ სექსში ენერგია ნაკლებად დახარჯონ და თავიანთი ფიზიკური თუ სულიერი შესაძლებლობები “ინტერის“ ტიფოზებისათვის ესოდენ მონატრებულ სკუდეტოს მოპოვებას მოახმარონ.

ანტონიო კონტეს ამ უცნაურ მოწოდებას მალევე გამოეხმაურა მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არგანტინელი ლაუტარო მარტინესი, რომელიც “მელიის კუდივით“ გვერდით დაუდგა მწვრთნელს და განაცხადა, რომ მართლაც უმჯობესია ფეხბურთელებმა სექსის ამბები სწრაფად მოითავონ ხოლმე. საინტერესოა, როდესაც სექსის დაწყებას დააპირებენ, “ინტერის“ ფეხბურთელები გაიხსენებენ თუ არა მათი მწვრთნელის შენიშვნას და მინიშნებებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114038