სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

4:30 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: +3 მერვედფინალისტი (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტთა სია გაიზარდა. „რეალი“, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ პლეი-ოფში ითამაშებენ. მეხუთე ტურის პირველ სათამაშო დღეს ბევრი რამ გაირკვა და D ჯგუფში ბოლო საერთოდაც ფორმალობა გახდა.

A ჯგუფი

დღის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში შედგა, სადაც „რეალი“ „პარი სენ ჟერმენს“ დაუხვდა და მატჩმა მოლოდინი სრულად გაამართლა. „სამეფო კლუბი“ თამაშს სრულად აკონტროლებდა და სწრაფადვე კარიმ ბენზემას გოლით დაწინაურდა კიდეც. მატჩის მიწურულს ფრანგმა დუბლი შეასრულა და სხვაობა გააორმაგა, რის შემდგომაც თითქოს „რეალს“ გამარჯვებამდე საქმის მიყვანა არ უნდა გასჭირვებოდა. თუმცა, პარიზელებმა 81-ე და 83-ე წუთებზე შეძლეს გატანა დაესპანეთის დედაქალაქიდან ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდენ. ჯერ კილიან მბაპემ შეამცირა სხვაობა, შემდეგ პაბლო სარაბიამ გაათანაბრა. მოპოვებული ფრით კი, პსჟ-მ ჯგუფში პირველი ადგილი დიაბევა, თუმცა გულდაწყვეტილი „რეალიც“ არ უნდა იყოს, რადგან მან მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ამ ჯგუფში ერთადერთი ის დარჩა გასარკვევი ვინ გადაინაცვლებს ევროპა ლიგაზე.

ამის გასარკვევად სტამბოლში „გალათასარაი“ „ბრიუგეს“ დაუხვდა და მსაჯის კომპენსირებულ დრომდე ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრე, 1:1 დაფიქსირდა. შედეგად, ბოლო ტურის წინ ბელგიელებს ქულით მეტი აქვთ და თუ სასწაული არ მოხდა, „ბრიუგე“ 2020 წელს ევროპა ლიგაზე დაიწყებს.

„გალათასარაი“ – „ბრიუგე“ 1:1 (1:0) VIDEO

სტამბოლი, „ტურკ ტელეკომ არენა“

მაყურებელი: 34 500

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; მარიანო, დონკი, მარკაო, ნაგატომო; სერი (იარდიმჯი 90), ლემინა, ბელჰანდა (ემრე მორი 87); ფეგული, ბუიუკი, ბაირამი (ინანი 80)

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

„ბრიუგე“ (4-3-3): მინოლე; მატა, მეჩელე, დელი, რიკა; რიცი (კატელარე 46); ბალანტა, ვანაკენი; დენისი (შრივერსი 58), ოპენდა (ოკერეკე 77), დიატა

მწვრთნელი: ფილიპ კლემენი

გოლები: 1:0 ბუიუკი (11), 1:1 დიატა (90)

გაფრთხილება: ლემინა (14), მარიანო (33), ნაგატომო (84), ემრე მორი (90), მუსლერა (90) - რიკა (28), მატა (31, 90), დიატა (66, 90)

გაძევება: დიატა (90), მატა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 11 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

„რეალი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:2 (1:0) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

მაყურებელი: 75 534

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; ვალვერდე (მოდრიჩი 76), კაზემირო, კროოსი; ისკო (როდრიგო 82), ბენზემა, აზარი (ბეილი 68)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; გეიე (ნეიმარი 46), მარკინიოსი, ვერატი; დი მარია (დრაქსლერი 75), იკარდი (სარაბია 75), მბაპე

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 ბენზემა (17), 2:0 ბენზემა (79), 2:1 მბაპე (81), 2:2 სარაბია (83)

გაფრთხილება: კურტუა (43), მარსელო (68) - მუნიე (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (13) – 8 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

B ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნი“ ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით დაუნდობელ მონსტრად იქცა. „რეკორდმაისტერმა“ ბელგრადში „ცრვენა ზვეზდა“ გააცამტვერა - 6:0! თამაშზე ბევრი სასაუბრო არაფერია და „ბაიერნმა“ ყველა თამაში მოიგო მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე და რა გასაკვირია, რომ პირველი ადგილი განაღდებული აქვს. უნდა აღვნიშნოთ რობერტ ლევანდოვსკის პოკერი. პოლონელი უბრალოდ საოცარ ფორმაშია და რთულია სიტყვებით გადმოსცე ის, რასაც რობერტი მოედანზე აკეთებს. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი მეორედ შეასრულა, ხოლო პირველად ეს 2013 წელს „დორტმუნდის“ მაისურით „რეალთან“ გაახერხა.

ამავე ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა მერვედფინალში ლონდონის „ტოტენჰემი“. არადა, „მამლები“ „ოლიმპიაკოსთან“ შინ მე-19 წუთისთვის 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ შემდეგ ჰარი კეინის დუბლით და დელე ალისა და სერჟ ორიეს გოლებით 4:2 მოიგო. სხვათა შორის, მოურინიოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო თამაში, რომელშიც ორბურთიანი სხვაობით თავიდანვე ჩამორჩა. ამასთან 2002 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც „პორტუს“ ავარჯიშებდა, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა საწყის 20 წუთში ორი გოლი პირველად გაუშვა. უნდა ვთქვათ ჰარი კეინის შესახებაც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი გაიტანა და ამას 24 თამაში მოანდომა. ამრიგად ინგლისელმა ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში 20 გოლის გასატანად 26 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

A ჯგუფისა არ იყოს, აქაც ბოლო ტურში ერთადერთი ინტრიგა მესამე ადგილის ბედია. „ცრვენა ზვეზდა“ „ოლიმპიაკოსს“ ორი ქულით სჯაბნის და ბოლო ტურში ეს გუნდი პირეოსში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან ორივესთვის ევროპა ლიგაზე გადანაცვლება პრესტიჟის ამბავია.

„ცრვენა ზვეზდა“ – „ბაიერნი“ 0:6 (0:1) VIDEO

ბელგრადი, „რაიკო მიტიჩი“

მაყურებელი: 44 118

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; გობელიჩი, დეგენეკი, მილუნოვიჩი, როდიჩი; კანაში (ვულიჩი 61), პეტროვიჩი (ივანიჩი 76); ვუკანოვიჩი, მარინი, გარსია (პანკოვი 69); ბოაჩი

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ხავი მარტინესი (კიმიხი 68), ბოატენგი, დევისი; ტიაგო ალკანტარა, გორეცკა; ტოლისო, კოუტინიო (პერიშიჩი 60), კომანი; ლევანდოვსკი (მიულერი 77)

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლები: 0:1 გორეცკა (14), 0:2 ლევანდოვსკი (53), 0:3 ლევანდოვსკი (60), 0:4 ლევანდოვსკი (64), 0:5 ლევანდოვსკი (68), 0:6 ტოლისო (89)

გაფრთხილება: მილუნოვიჩი (7)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (1) – 20 (16) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 1:14 თამაშგარე: 0:7

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

„ტოტენჰემი“ – „ოლიმპიაკოსი“ 4:2 (1:2) VIDEO

ლონდონი, „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმი“

მაყურებელი: 57 024

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): გაზანიგა; ორიე, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი; დაიერი (ერიკსენი 29), ვინკსი; ლუკას მოურა, დელე ალი, სონი; კეინი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„ოლიმპიაკოსი“ (4-3-3): ჟოზე სა; ელაბდელაუი, სემედუ, მერია, ციმიკასი; კამარა, გილერმე, ბუჩალაკისი; პოდენსე, ელ არაბი, მასურასი

მწვრთნელი: პედრო მარტინში

გოლები: 0:1 ელ არაბი (6), 0:2 სემედუ (19), 1:2 დელე ალი (45), 2:2 კეინი (50), 3:2 ორიე (73), 4:2 კეინი (77)

გაფრთხილება: ალდერვეირელდი (61) - სემედუ (39), ბუჩალაკისი (68), ციმიკასი (71), პოდენსე (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: გეორგი კაბაკოვი (ბულგარეთი)

C ჯგუფი

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო და შინ მოულოდნელად დავით ხოჭოლავას „შახტარს“ ვერ აჯობა. ინგლისელები ილქაი გუნდოგანმა დააწინაურა, მაგრამ მალევე სოლომონმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიუხედავად დაკარგული ორი ქულისა, დღესვე გაცხადდა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი მერვედფინალში გავიდა და თანაც პირველი ადგილით. „ქალაქელებს“ 11 ქულა აქვთ და ვინაიდან ჯგუფის სხვა წევრები ქულებს პანტა-პუნტით ანიავებენ, პირველი ადგილი გაინაღდეს. „შახტარის“ რიგებში არ გამოჩენილა ხოჭოლავა, რომელმაც თამაშს სათადარიგო სკამიდან მიადევნა თვალი.

ბოლო ტურში დიდი ინტრიგაა, რადგან მეორე ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის და არაფერია გარკვეული. მილანში, ბერგამოს „ატალანტამ“ ზაგრების „დინამო“ თამაშით დაჩაგრა და 2:0 აჯობა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. მიუხედავად იმისა, რომ „ატალანტა“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა, პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს და ამისთვის ბოლო ტურში უკრაინაში „შახტარის“ დამარცხება დასჭირდება, რომელიც ამ დროისთვის 6 ქულით მეორე ადგილზეა. 5 ქულა აქვს და მესამეა ზაგრების „დინამო“. ბოლო ტურში ხორვატები „მანჩესტერ სიტის“ დაუხვდებიან, ხოლო „შახტარი“ „ატალანტას“.

განვიხილოთ სამივე გუნდის შანსები: „შახტარი“ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და თუ მოიგებს აუცილებლად გავა მერვედფინალში (თუმცა, შესაძლოა ფრეც ეყოს, ამისთვის „სიტიმ“ არ უნდა წააგოს). „დინამო“ იმ შემთხვევაში გაიხარებს თუ „მანჩესტერ სიტის“ დაამარცხებს და პარალელურად „შახტარი“ ვერ მოიგებს. ალბათ უფრო მარტივადაა „ატალანტას“ საქმე, რომელსაც მერვედფინალის საგზურისთვის „შახტარის“ ძლევა და პარალელურად „სიტის“ არწაგება სჭირდება „დინამოსთან“. ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ „ატალანტა“ მეათე იტალიური გუნდი („იუვენტუსის“, „ინტერის“, „მილანის“, „პარმას“, „ნაპოლის“, „უდინეზეს“, „ფიორენტინას“, „ლაციო“ და „რომა“) გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოიგო. ქვეყნებს შორის ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ესპანეთს (13 გუნდი) და გერმანიას (12 გუნდი) აქვთ.

„ატალანტა“ – „დინამო“ 2:0 (1:0) VIDEO

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 28 365

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ტოლოი, კიაერი, პალომინო; ჰატებური (კასტანე 65), დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; პაშალიჩი, გომესი (მალინოვსკი 90); მურიელი (ილიჩიჩი 61)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„დინამო“ (3-5-2): ლივაკოვიჩი; თეოფილ-კატერინე, დილავერი, პერიჩი; სტოიანოვიჩი (გირა 75), დანი ოლმო (სიტუმი 90), ადემი, ივანუშეჩი (გოიაკი 67), ლეოვაჩი; პეტკოვიჩი, ორშიჩი

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა

გოლები: 1:0 მურიელი (27, პენ), 2:0 გომესი (47)

გაფრთხილება: ტოლოი (41), პაშალიჩი (65) - თეოფილ-კატერინი (13), პერიჩი (19), სტოიანოვიჩი (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 5 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

„მანჩესტერ სიტი“ – „შახტარი“ 1:1 (0:0) VIDEO

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

მაყურებელი: 52 020

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; კანსელუ, ოტამენდი, ფერნანდინიო, ანგელინო; გუნდოგანი, როდრი (ფოდენი 76), დე ბრუინი (დავიდ სილვა 70); ბერნარდო სილვა, გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; დოდო, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; ალან პატრიკი, სტეპანენკო; ტეტე, კოვალენკო (ბაია 81), კონოპლიანკა (სოლომონი 65); ჟუნიორ მორაეში (სიკანი 90)

მწვრთნელი: ლუიშ კაშტრო

გოლები: 1:0 გუნდოგანი (56), 1:1 სოლომონი (69)

გაფრთხილება: ფერნანდინიო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

D ჯგუფი

D ჯგუფი ერთადერთია, სადაც ბოლო ტურს საერთოდ არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს და ევროპა ლიგის საგზურის მფლობელიც კი ცნობილია.

ტურინში „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოს“ პაულო დიბალას მაგიური ჯარიმით მოუგო და მერვედფინალის საგზური აქამდეც გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ ახლა პირველი ადგილიც ოფიციალურად დაიბევა. სხვათა შორის, „ატლეტიკო“ „როსენბორგის“ შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელსაც „იუვენტუსთან“ ტურინში მინიმუმ სამჯერ უთამაშია და გოლი არ გაუტანია (0:0 2014 წელს, 0:3 2019 წელს, 0:1 2019 წელს).

„ატლეტიკომ“ ამ წაგებით საქმე ოდნავ გაირთულა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ ბოლო ტურში შინ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ქულები გაანიავოს. რუსულმა გუნდმა სახლში „ლევერკუზენთან“ უშანსოდ წააგო და არათუ ჯგუფიდან გასვლის შანსი, არამედ ევროპა ლიგაზე გადანაცვლების იმედიც დაკარგა. „ლევერკუზენს“ თავსი მხრივ მესამე ადგილი ჯიბეში აქვს, მაგრამ ბოლო ტურში თუ მოიგებს და „ატლეტიკო“ „ლოკომოტივს“ ვერ დაამარცხებს, ჯგუფიდანაც გავა. სოლომონ კვირკველიას რომ არ უთამაშია, ეს სამწუხაროდ ახალი და გასაკვირი ამბავი არაა, ქართველი 90 წუთი თადარიგში დარჩა.

„ლოკომოტივი“ – „ლევერკუზენი“ 0:2 (0:1) VIDEO

მოსკოვი, RZD არენა

მაყურებელი: 25 757

„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; იგნატიევი, ჩორლუკა, ჰიოვედესი, რიბუსი; ჟამალეტდინოვი (კულიკოვი 65), კრიხოვიაკი, ბარინოვი, ან. მირანჩუკი; ალ. მირანჩუკი, ედერი (სმოლოვი 77)

მწვრთნელი: იური სიომინი

„ლევერკუზენი“ (4-4-2): ჰრადეცკი; რეცოსი, ტაჰი, ს. ბენდერი, ვენდელი; ბელარაბი (ალარიო 77), არანგიზი, დემირბაი (ლ. ბენდერი 90), დიაბი; ვოლანდი, ბაილი (ბაუმგარტლინგერი 46)

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 0:1 ჟამალეტდინოვი (11, ა.გ), 0:2 ს. ბენდერი (54)

გაფრთხილება: ჰიოვედესი (43), იგნატიევი (67), ჩორლუკა (68), ბარინოვი (83) - ვენდელი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 12 (4) ბურთის ფლობა: 45% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

„იუვენტუსი“ – „ატლეტიკო“ 1:0 (1:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 486

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო; ბენტანკური (ხედირა 86), პიანიჩი, მატუიდი; რემზი (ბერნარდესკი 63); დიბალა (იგუაინი 76), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, ფელიპე ჰერმოსო, რენან ლოდი (ლემარი 64); საულ ნიგეზი, ერერა (კორეა 60), ტომას პარტეი, კოკე; მორატა, ვიტოლო (ჟოაო ფელიქსი 53)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლე: 1:0 დიბალა (45)

გაფრთხილება: ბენტანკური (35) - ჰერმოსო (32), რენან ლოდი (40), საულ ნიგეზი (52), ერერა (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 12 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.400969
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X