ფეხბურთი

15:49 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „წლეულს „ოქროს ბურთი“ არ დამიმსახურებია“

პსჟ-ის ჭაბუკმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასული სეზონის მიხედვით „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებს.

„ვიყოთ რეალისტები. „ოქროს ბურთს“ არ ვიმსახურებ. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც გაცილებით მეტი სამუშაო გასწიეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. საფრანგეთშიც ყველა პრიზი არ მოგვიგია, ჩემპიონთა ლიგაში კი სამარცხვინოდ ვითამაშეთ და გულშემატკივრები გავაწბილეთ.

მაგრამ არსად მეჩქარება. ახალგაზრდა ვარ და დრო კიდევ ბევრი მაქვს. - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Ouest France.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 2 დეკემბერს გაიმართება პარიზში. შარშან ამ პრიზის მფლობელი მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116198