სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

10:23 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები | 19 ქართველი ევროთასებზე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

2019/2020 წლების ევროთასების მეორე ტურში, სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში ჯამში 19 ქართველი ლეგიონერი გავიდა. მათგან 4-მა ჩემპიონთა თასზე, ხოლო 15-მა ჩელენჯ ქაფზე ითამაშა.

მათგანი 15 ფრანგული კლუბების ღირსებას იცავდა, ერთი ინგლისის, ხოლო სამი რუსეთის. ჩელენჯ ქაფის ზედიზედ მეორე ტურში ლელოს გატანა მოახერხა ‘ენისეის’ ფრთის მოთამაშე დავით მესხმა.

ერთი მოგება და ერთი ბონუსი

ჩემპიონთა თასის მეორე ტურში ‘კლერმონი’ ‘ალსთერს’ ირლანდიაში ეწვია და მცირე სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა. სტუმართა შორის 46-ე წუთიდან ითამაშა ვეტერანმა ბორჯღალოსანმა დავით ზირაქაშვილმა. მისი მოედანზე გამოსვლის შემდეგ, ფრანგებმა შერკინებაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 71-ე წუთზე გამომუშავებული საჯარიმო ლელოთი ბონუსიც აიღეს - 13:18. გარდა შავი სამუშაოსი, ზირაქაშვილმა ერთი მიძალებით ბურთი 5 მეტრით წინ წაიღო და 4 ბოჭვა შეასრულა. მისი ‘კლერმონი’ 6 ქულით მესამე ჯგუფში მეორე ადგილზეა და ‘ალსთერს’ ორით ჩამორჩება.

მეხუთე ჯგუფში ‘მონპელიემ’ ინგლისურ ‘გლოსთერს’ 30:27 მოუგო და 5 ქულით მეორე ადგილზეა. ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი სამმა ბორჯღალოსანმა შეიტანა. ლევან ჩილაჩავამ პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა და 8 ბოჭვა შეასრულა, ორჯერ კი თერნოვერი გაახერხა. 47 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემაც და 9 ბოჭვა მოაგროვა. თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო მიხეილ ნარიაშვილი. აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთიდან ‘მონპელიე’ კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.

მესხის ზედიზედ მეორე

‘ენისეის’ ფლანკერმა დავით მესხმა ჩელენჯ ქაფის ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა. ერთი კვირის წინ მან ლელო ინგლისურ ‘ვუსტერს’ გაუტანა, მეორე ტურში კი მან უელსის ‘დრაგონსი’ დაალელოვა.

რუსეთის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე 22:49 დამარცხდა და მესხმა შეუცვლელად ითამაშა. მან 72-ე წუთზე შერკინების შემდეგ მოკლე ფრთაზე შეუტია და თავისი გუნდის მესამე ლელო ალამთან გაიტანა. სულ მესხმა ბურთით ხელში 9-ჯერ შეუტია, 3-ჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და ჯამში ბურთი 58 მეტრი წაიღო, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა.

სრულად ითამაშა მასპინძელთა ფლანკერმა მიხეილ გაჩეჩილაძემაც და ტრადიციულად, მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მის ანგარიშზე 22 შესრულებული ბოჭვაა, რაც მატჩში საუკეთესო მაჩვენებელია. შეტევაში მიშუმ 14-ჯერ წაიღო ბურთი და ჯამში 48 მეტრი მოიგო.

სასტარტოში იყო და 60 წუთი ითამაშა ბურჯმა ნიკა ხატიაშვილმა. ამ პერიოდში ის ბურთით ხელში მეტოქეს 8-ჯერ მიეძალა და 4 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა მოაგროვა.

‘ენისეის’ ორი თამაშის შემდეგ ქულა არ აუღია და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. მესამე ტურში ის 6 დეკემბერს ფრანგულ ‘კასტრს’ მასპინძლობს, ჯგუფური ეტაპის დანარჩენ სამ შეხვედრას კი სტუმრად ჩაატარებს.

‘ტულონმა’ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ორი მატჩის შემდეგ 8 ქულით, მეორე ჯგუფში პირველ ადგილზეა. ფრანგულმა გრანდმა მეორე ტურში უელსურ ‘სკარლეტს’ უმასპინძლა და ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით მინიმალური სხვაობით, 17:16 სძლია.

მასპინძელთა შორის შერკინების მეორე ხაზში პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა მამუკა გორგოძემ. მან 5 მიძალებით 15 მეტრი მოიგო და 4 ბოჭვა შეასრულა. გორგოძე აქტიურობდა რაქებში და ტაიმის მიწურულს, მეტოქის ფიჯელი მეორეხაზელი ტევიტა რატუვა მასთან უხეში თამაშის გამო წითელი ბარათით დაისაჯა.

ტულონელთა რიგებში 50-ე წუთიდან გამოჩნდა ბურჯი ბექა გიგაშვილი და ნახევარ საათში 7 ბოჭვის შესრულება მოასწრო, ხოლო ორი შეტევით 5 მეტრი მოიგო.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა ‘ლონდონ აირიშმა’ ‘ბაიონს’ უმასპინძლა და 45:31 დაამარცხა. სტუმართა შორის დებიუტი ჰქონდა 19 წლის მესამეხაზელ იოანე იაშაღაშვილს. ის შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა, 2 შეტევით 5 მეტრის მოგება და ერთი ბოჭვის შესრულება მოასწრო.

მესამე ჯგუფში ფრანგული ‘ბორდო’ ‘ედინბურგს’ შოტლანდიაში ეწვია და 16:16 დაუზავდა. სტუმართა შორის ორმა ჩვენებურმა ითამაშა და ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა მოედანზე 66 წუთი გაატარა, 7 მიძალებით 13 მეტრი იარა და 11 ბოჭვა შეასრულა, ბექა გორგაძე ფლანკერი იყო და 3 შეტევით 5 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა.

ამავე ჯგუფში, ინგლისური ‘უოსპსისა’ და ‘აჟენის’ შეხვედრაში მოედანზე ხუთი ქართველი გავიდა. აქედან სამი მსაჯი იყო - ნიკა ამაშუკელი მოედნის, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი კი კიდეზე იდგნენ. თამაშს 7594 მაყურებელი დაესწრო და ინგლისელებმა 32:14 იმარჯვეს.

გამარჯვებულთა შორის 59-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ და 5 ბოჭვა შეასრულა. სტუმართა ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს გიორგი თეთრაშვილი, რომელმაც ბურთი 5-ჯერ მიიღო, 3 მეტრით წინ წაწია და დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა.

მესამე ჯგუფს 7-7 ქულით ‘ბორდო’ და ‘ედინბურგი’ ლიდერობენ, ‘უოსპს’ 5, ხოლო ‘აჟენს’ 0 ქულა აქვს.

მე-4 ჯგუფში, პირველ ტურში სტუმრად ‘სტად ფრანსესთან’ მოგებული მატჩის შემდეგ, ‘ბრივმა’ ინგლისურ ‘ბრისტოლს’ უმასპინძლა და 0:36 დამარცხდა. მატჩში 4-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე ძირითადში იყო 58 პასი გაუშვა, 4-ჯერ თავად შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 9 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 5 ბოჭვა შესრულა.

კახა ასიეშვილმა შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა, თუმცა მანამდე, პირველ ტაიმში 10 წუთით მოუწია თამაშში ჩართვა. მან 3 შეტევით 11 მეტრი მოიგო, ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი და 7 ბოჭვა შეასრულა. მეორე ტაიმში შეცვლაზე სრულად ითამაშა თედო აბჟანდაძემ, ხოლო ოთარ გიორგაძე მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა.

ამავე ჯგუფში ‘სტად ფრანსემ’ ‘ზებრე’ იტალიაში მინიმალური სხვაობით, 13:12 დაამარცხა. პარიზელთა შორის 70-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

‘ბრივსა’ და ‘სტად ფრანსეს’ 4-4 ქულა აქვთ, მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და 6 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ‘ბრისტოლს’.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108966
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X