კალათბურთი

21:25 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-ის გამარჯვება “ვერასთან”

გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-6 ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისური გუნდები – “ვერა” და “თსუ” დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაშის გამარჯვებული შეხვედრის ბოლოს გამოვლინდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი მეორე პერიოდი იყო, რომელიც თსუ-მ 14 ქულიანი სხვაობით 14:28 მოიგო. საბოლოოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ანგარიშით 96:86 დაამარცხა სუპერლიგის დებიუტანტი “ვერა”.

ვერელები ყველანაირად ცდილობდნენ მეტოქესთან მიახლოებას და მეოთხე პერიოდში 6 ქულიანი სხვაობაც დააფიქსირეს, თუმცა თსუ-მ საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა.

თსუ-ს 23 ქულით რიკი მედისონმა ულიდერა, 20-20 ქულა კი გიორგი კორსანტიას და ჯორჯე მილოსავლევიჩის ანგარიშზე დაგროვა. ვერას გუნდში 18 ქულით ვენდელ ლუისი გამოირჩა, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩა ბრენდონ სლაი- 17 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121418