ფეხბურთი

16:36 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი სერია A-ში დაბრუნების სანაცვლოდ თვეში 1 მილიონ ევროს ითხოვს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზადაა სერია A-ში დაბრუნდეს, მაგრამ თვეში 1 მილიონი ევროს ხელფასი სურს. აღნიშნულ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

შვედი ფოვარდით „მილანი“, „ბოლონია“, „რომა“ და „ნაპოლი“ არიან დაინტერესებულნი, ხოლო თავად ფეხბურთელს იტალიაში 6 თვით დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. სკანდინავიელისთვის ბრძოლაში ფავორიტად „მილანი“ ითვლება, მაგრამ „როსონერი“ ხსენებულ 6 თვეში მხოლოდ 4 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელეს „გალაქსის“ დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121297