სხვა

10:26 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოზანა-2020 კულტურული პროგრამის დეტალებს აქვეყნებს

ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა 2020 წლის ღონისძიების კულტურული პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა.

ძირითადი მოვლენა გახდება ფესტივალი BodyCity, რომელიც გააერთიანებს მუსიკას, ცეკვას, საქალაქო სპორტის სახეობებს და ვეიდეომაპინგს (ლაზერული 3D-პროექცია შენობაზე ან ნებისმიერ სხვა ობიექტზე).

ლოზანა-2020-ის სტუმრებს მრავალრიცხოვანი გამოფენები ელის. ფესტივალის ვიდეომაპინგის ეკრანთან ერთად, მთავარი სცენა გახდება ლოზანის ცენტრში არსებული შვეიცარიის უმსხვილესი სკეიტპარკი.

კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ახალგაზრდებზე ორიენტირებული სპეციალური მასტერ-კლასები ბარის თხილამურობაში, კერლინგში, სკელეტონში, ქუჩის მხატვრობაში და ვიდეო თამაშების დიზაინში.

აღსანიშნავია, რომ ყველა ღია გაკვეთილზე, კონცერტზე, წარმოდგენაზე და BodyCity ფესტივალზე, ისევე როგორც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებებზე დასწრება უფასო იქნება. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ყოველივე ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ახლოს გაეცნონ ზამთრის სახეობებს და შეიგრძნონ ხელოვნებისა და ფიზიკური კულტურის მჭიდრო კავშირი.

მთლიანობაში, ლოზანა-2020 150-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 400 ათლეტი და ხელოვანი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112193