ფეხბურთი

1:10 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა. „ჯვაროსნები“ გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში ემზადებიან და შეკრების მეორე დღეს 24 ფეხბურთელით ივარჯიშეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარიასთან ოფიციალური და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. გუნდს გიორგი რეხვიაშვილის შეუერთდა, რომელიც სლოვაკმა სპეციალისტმა ბოლო მომენტში გამოიძახა. „საბურთალოს“ მცველმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები გერმანიაში ერთ ვარჯიშს კიდევ ჩაატარებს, შემდეგ კი, სენტ გალენში გადაინაცვლებს, სადაც 15 ნოემბერს, შვეიცარიას გაეჯიბრება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ პულაში, ხორვატიასთან ისპარინგებს.

0.114533