კალათბურთი

19:14 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჰარდენი და სიაკამი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „ჰიუსტონის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი და აღმოსავლეთში „ტორონტოს“ ფორვარდი პასკალ სიაკამი აღიარეს.

განვლილ კვირაში სიაკამი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30.3 ქულას, 11.3 მოხსნა, 4.3 პასს, 1 ჩაჭრას და 1 ბლოკ-შოტს აგროვებდა. ჰარდენი კი საშუალოდ ერთ მატჩში 40.7 ქულას, 8 მოხსნას და 9.3 პასს აკეთებდა.

0.117763