ფეხბურთი

18:42 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მიმართვა სოციალური ქსელიდან, "იუვენტუსი" პორტუგალიელს არ დააჯარიმებს

იტალიურ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა და „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს არ დააჯარიმებს.

ფეხბურთელსა და კლუბის ხემძღვანელობას შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პორტუგალიელს ბოლო დღეებში მუხლი აწუხებდა.

"კრიშტიანუს რეაქცია ნორმალურია, მას მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან არაანორმალურ კონდიციებში, მაგრამ მაინც ითამაშა. ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და ფეხში ტკივილს კარში დარტყმის დროსაც განიცდის", - აღნიშნა მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ.

დღესვე, 34 წლის ფეხბურთელმა გუშინდელი მატჩის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „რთული თამაში, მნიშვნელოვანი გამარჯვება! #FinoallaFine“.

როგორც ჩანს, ეს საკითხი ამით დაიხურება. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ „მილანთან“ შეხვედრაში შეცვლის შემდეგ სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა. თუმცა, კლუბი მას მხარს უჭერს და არანაირ ჯარიმას არ დააკისრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112606