სხვა

14:27 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში, სენაკსა და ზესტაფონში

გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები ხელბურთში. შაბათ-კვირას მორიგ მატჩებს სენაკისა და ზესტაფონის სპორტის სასახლეებმა, ასევე გლდანის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

უფროსი ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებულ გოგონებში 13 გუნდი თამაშობს. აღმოსვლეთისა და დასავლეთის გუნდებმა ერთმანეთში პირველი წრე უკვე დაასრულეს. ლიდერობენ სამტრედიისა და ყვარლის გუნდები. დარჩენილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტური, რომელიც 21 ნოემბერს დაიწყება გლდანის ხელბურთის აკადემიაში. თითო წაგებითაა ორი გუნდი - ტყიბული და მამული, შემდეგ მოდიან ფოთი და პეგასი. ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

13 გუნდია ამავე ასაკის ჭაბუკთა შეჯიბრებაზე. აქ 5 გუნდი აღმოსავლეთ საქართველოდანაა და 8 - დასავლეთიდან. შესაბამისად, გუნდებს სხვადასხვა რაოდენობის მატჩები აქვთ. აღმოსავლეთის ხუთეულმა ერთმანეთში ურთიერთობა უკვე გაარკვია, დასავლელებს კი კიდევ აქვთ სათამაშო. 16-17 ნოემბერს ისინი ტურნირს სენაკის სპორტის სასახლეში გააგრძელებენ.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან თებერვალში, რის შემდეგაც პირველი ეტაპი დასრულდება და გამოვლინდება 10 საუკეთესო გუნდი ,რომელიც ბრძოლას გააგრძელებს. საბოლოდ, საქართველოს ჩემპიონს გამოავლენს 4 უძლიერესი კლუბი, ფინალური ოთხეულის ფორმატით.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05)

9 ნოემბერი, გლდანი. თელავი - გორი 9-15, ყვარელი - ქარიშხალა 30-19, პეგასი - მამული 18-19

მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი

10 ნოემბერი, სენაკი. ქუთაისი - სამტრედია 2-23, ტყიბული - ბათუმი 22-10, წყალტუბო - ქუთაისი 18-0, სამტრედია - ფოთი 14-11

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი, თ. ბჟალავა

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ

სამტრედია----6---6---0---0--145-56--12

ყვარელი-------5---5---0---0--164-82--10

ტყიბული------6---5---0---1--115-67--10

ფოთი----------6---4---0---2----85-58---8

მამული--------5---4---0---1--118-102--8

ბათუმი--------6---3---0---3---91-85---6

პეგასი----------5---3---0---2--115-112--6

ქარიშხალა----5---2---0---3--113-122--4

წყალტუბო----6---2---0---4---73-114--4

გორი-----------5---1---0---4--77-118---2

აჭარა-----------6---1---0---5--54-104--2

თელავი--------5---0---0---5--81-132--0

ქუთაისი-------6---0---0---6—-2-81---0

საერთო ტური: 21-25 ნოემბერი, გლდანი

--

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)

9 ნოემბერი. ზესტაფონის სპორტის სასახლე. ტყიბული - ქუთაისი 5-9, აჭარა - წყალტუბო 42-15, სენაკი - სამტრედია 10-32, ტყიბული - წყალტუბო 4-24, აჭარა - სამტრედია 37-24

მსაჯები შ. სტურუა - ზ. აბრამიშვილი, თ. ბჟალავა - გ. გველესიანი

10 ნოემბერი, გლდანი. პეგასი - ქარიშხალა 21-9, ქარელი - რუსთავი 16-26, ქარიშხალა - თელავი 23-12, პეგასი - ქარელი 18-12, რუსთავი - თელავი 19-20

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ა. ჩხაიძე

-----------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ

პეგასი----------4---4---0---0----93-42---8

აჭარა-----------3---3---0---0---124-44---6

ქარიშხალა----4---3---0---1----84-59---6

ფოთი----------2---2---0---0----55-37---4

თელავი--------4---2---0---2----61-89---4

ზუგდიდი-----1---1---0---0----32-4----2

ქუთაისი-------1---1---0---0-----9-5----2

სამტრედია----3---1---0---2----77-76---2

რუსთავი------4---1---0---3----65-79---2

წყალტუბო----3---1---0---2----55-72---2

ტყიბული------2---0---0---2-----9-33---0

ქარელი--------4---0---0---4----57-91---0

სენაკი----------3---0---0---3---19-109—0

გაგრძელდება 16-17 ნოემბერს, სენაკში

0.12009