ფეხბურთი

19:58 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში "ჩიხურამ" "ლოკომოტივი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2:0 დაამარცხა და თბილისური გუნდის ოთხმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა. შეხვედრაში გოლები ოლეგ მამასახლისმა (31წ) და დემურ ჩიხლაძემ (47წ) გაიტანეს.

საჩხერის "ჩიხურას" აღნიშნული გამარჯვების შემდეგ 44 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. "ლოკომოტივი" შემდეგ მატჩს ბოლნისის "სიონთან" ჩაატარებს, ხოლო საჩხერელები "საბურთალოს" დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111563