ფეხბურთი

15:33 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამი ადამა ტრაორე მალის ნაკრებში

ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველი ადამა ტრაორე ამიერიდან მალის ნაკრებში ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი ესპანეთის მოქალაქეცაა და აქამდე, პირინელთა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მათ შორის, 2018 წელს 21-წლამდე ნაკრებში.

თუმცა, ადამამ მიიჩნია, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა და ამიტომ, მალის ნაკრები აირჩია.

საინტერესოა, რომ ახლა მალის ნაკრებში სამი ადამა ტრაორე ითამაშებს! პირველი ადამა ტრაორე „მეცის“ ფორვარდია და ეროვნულ გუნდში 27 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. მეორე ადამა ტრაორე ნახევარმცველია და ისიც ამჟამად „მეცის“ ღირსებას იცავს, ხოლო ახლა აღნიშნულ დუეტს „ვულვზის“ შემტევი შეუერთდა. საინტერესოა, რომ მიუხედავად ერთი და იგივე სახელწოდებისა, მათ ნათესავური კავშირი არ აქვთ.

ცნობისთვის, მალის ნაკრებში სხვა ტრაორებიც ირჯებიან - ჩეიბან ტრაორე, იდრისა ტრაორე, ჰამარი ტრაორე და ჩეიკ ტრაორე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121494