ჭადრაკი

10:24 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის გუნდური ჩემპიონატის შეჯამება

ქართული ჭადრაკის ისტორიის მუზეუმში, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ საქართველოს ქალთა ნაკრებთან გაიმართა შეხვედრა. უმცროს კოლეგებს წარმატება მიულოცეს სახელოვანმა ქართველმა ჩემპიონებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ,ნანა ალექსანდრიამ.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

9 ნოემბრიდან, ქართველი მოჭადრაკე ქალები, ევროპის სამგზის ჩემპიონის, ბათუმის ‘ნონას’ შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. კონტინენტის საკლუბო ჩემპიონატი 9 ნოემბრიდან მონტენეგროს ქალაქ ულცინში აიღებს სტარტს.

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114255