ფეხბურთი

19:02 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხივე თამაში მოიგო და საკუთარ კარში ერთი გოლიც არ გაუშვია.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის საწყისი ოთხი მატჩი მშრალი ანგარიშით ორჯერ მოიგო. პირველად ეს პარიზელებმა 2017-2018 წლების სეზონში გააკეთეს და შემდეგ ასპარეზობა მერვედფინალში „რეალთან“ წაგებით დაასრულეს.

ტომას ტუხელის გუნდმა მერვედფინალში თამაში ახლაც დაიბევა და ვნახოთ მიმდინარე სეზონში აჩვენებენ თუ არა უკეთეს შედეგს, ვიდრე ორი წლის წინ. ფრანგულმა გუნდმა წელს „ბრიუგე“ ორჯერ, ხოლო თითოჯერ „რეალი“ და „გალათასარაი“ დაამარცხა.

სტატისტიკა
0.231278