სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

15:47 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის სეზონის შეჯამება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი დაასრულა. ნიკა მარჯვენა ხელის იდაყვზე ოპერაციას იკეთებს და 2020 წლის დასაწყისში კორტს დაუბრუნდება, იქამდე კი შევაჯამოთ ბასილაშვილის მიერ განვლილი სეზონი.

ნიკოლოზმა წელს ერთეულთა თანრიგში 28 შეხვედრა მოიგო და 24 წააგო. "ჰარდის" საფარზე 17 მოგება, 15 წაგება, გრუნტი 10-6, ბალახი 1-3.

ამ წელს ნიკასთვის პოზიტიური რეიტინგში მისი წინსვლა იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა 2019 წლის 27 მაისს რეიტინგში საუკეთესო მე-16 ადგილი დააფიქსირა. ახლა კი 26-ე პოზიციაზეა, ის მთელი სეზონი ძირითადა მე-17 ადგილზე იყო. სეზონის სტარტზე იმ დროისთვის მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში პირველი სეტი 6:4 მოუგო, მეორე სეტი 3:6 წააგო და მესამე პარტიაში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და საბოლოოდ ნიკამ წააგო, მაგრამ ეს თამაში მის აქტივშია. ამავე ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზმა ათეულის წევრი ბაუტისტა აგუტი 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა და რაც მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრაში ქართველმა 19 ეისი ჩააწოდა, რაც ჩვენებურისთვის საბოლოოდ სეზონის რეკორდი გამოდგა.

ყველაზე პოზიტიური ჰამბურგის ტურნირის დაცვა გახლდათ, რაც ტოპ 5-ის ჩოგბურთელებსაც არ გამოსდით ხოლმე. ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ზვერევთან ორი მატჩ-პოინტი გადაარჩინა. მესამე სეტში 3:5-დან ჩამორჩენა აღმოფხვრადა და ასევე ტაი-ბრეიკი 2:5-დან მოიგო. ეს მატჩი შეგვიძლია ნიკას სეზონის საუკეთესო შეხვედრად დავასახელოთ, სადაც ბასილაშვილი არ დანებდა და მენტალური სიძლიერე გამოავლინა. სამწუხაროდ მთელი წლის განმავლობაში ქართველმა ვერც ერთ სხვა ტურნირზე კარგად ვერ იასპარეზა და მაქსიმუმ მხოლოდ ორი წრის გავლა მოახერხა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი წრის გავლის შემდეგ ციციპასთან ბრძოლაში 3:6, 6:3, 6:7 (7:9), 4:6 დამარცხა. როლან გაროსზე მოულოდნელად არგენტინელ ლონდეროსთან 4:6, 1:6, 3:6 განადგურა. უიმბლდონზე პირველი წრე მძიმე ბრძოლაში ჯეიმს ვარდთან 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 მოიგო, შემდეგ კი ბრიტანელ ევანსთან წააგო. ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში დომინიკ კოეფერთან 3:6, 6:7, 4:6, 6:1 შეხვედრა დათმო.

ნიკას წლევანდელ სეზონს, თუ არ ჩავთვლით ჰამბურგის ტურნირის მოგებას, შეგვიძლია წარუმატებელი ვუწოდოთ და ამის მიზეზი მის სტატისტიკაში კარგად ჩანს.

ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის სტატისტიკის მიხედვით 2019 წელს ბასილაშვილმა 285 ეისი ჩააწოდა და 302 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისი მთავარი პრობლემა არასტაბილური ჩაწოდება იყო. რეიტინგში ნიკაზე წინ მდგომ ჩოგბურთლებს შორის მხოლოდ ორ მოთამაშეს დიეგო შვარცმანს და ფაბიო ფონინის აქვთ ეისებსა და ორმაგ შეცდომებს შორის უარყოფითი ბალანსი, დანარჩენი ჩოგბურთელების ეისების რაოდენობა ორმაგ შეცდომებზე ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეტი აქვთ.

პირველი ჩაწოდებიდან ბურთების 58%-ი შეიყვანა თამაშში, რაც ასევე არაა კარგი შედეგი. წელს 395 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რაც დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ აქედან 42%-ი გამოიყენა, რაც ნორმალური შედეგია.

სეზონის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკამ განაცხადა, რომ მისი არასტაბილური ჩაწოდება ტრავმით იყო გამოწვეული. იმედია ოპერაციის შემდეგ ბასილაშვილი უკეთ ჩააწვდის და ახალი სეზონიდან უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110298
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X