სხვა

19:14 | 5.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის კომისია დაკარი-2022-ის მზადებით კმაყოფილია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისია მაღალ შეფასებას აძლევს 2022 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ დაკარის მზადებას. კომისია კმაყოფილია უკვე არსებული ობიექტებით და ორგანიზატორებისგან შეთავაზებულ ასპარეზობათა კონცეფციით.

IOC-ის წარმომადგენლებმა დაკარი-2022-ის ორგანიზატორებთან განიხილეს შეჯიბრებათა სისტემა და ოლიმპიური მემკვიდრეობის დიდი გეგმა, რომელიც სენეგალისთვის და მთლიანად აფრიკის კონტინენტისთვის სარგებლის მოტანისკენ არის მიმართული.

საორგანიზაციო კომიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ქვეყნის სპორტის სამინისტროსთან, ოლიმპიურ კომიტეტთან, ქალაქის ადმინისტრაციასთან, სპორტულ ფედერაციებთან და IOC-თან. თამაშების წყალობით, ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებენ როგორც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, ისე მთლიანად აფრიკის კონტინენტი," - განაცხადა IOC-ის წევრმა ნავალ ელ-მუტავაკელმა.

0.133902