სხვა

21:59 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში საოლიმპიადოდ შესაძლოა ახალი თავდაცვითი სისტემები განათავსონ

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებამდე ქვეყანაში შესაძლოა განათავსონ განახლებული თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, მათ შორის - ტოკიოს რეგიონში.

როგორც ირკვევა, თავდაცვითი სისტემების ახალი ვერსია დღეს არსებული სისტემებზე გაცილებით ეფექტური იქნება, თანაც ბალისტიკური რაკეტების და ამოუცნობი საფრენი აპარატების, მათ შორის - დრონებისგან დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს.

ნიშანდობლივია, რომ მსგავს ანტისარაკეტო და საფრენ სისტემებს გამოიყენებდნენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არენების სიახლოვეს იმორიგევებს პატრული, რომელიც გულშემატკივარს ბილეთების საკონტროლო პუნქტამდე ერთგვარ შესამოწმებელ სივრცეში გაატარებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ჯერ სახის ამომცნობ შემოწმებას, შემდეგ კი მეტალოდეტექტორს გაივლიან სპორტსმენები და სხვა აკრედიტებული პირები, ასევე რენტგენზე შემოწმდება მათი ბარგი. არენების ტერიტორიაზე შესვლამდე ასეთივე შემოწმებას გაივლის ყველა სატრანსპორტო საშუალება.

GEONOC.ORG.GE

0.16606