კალათბურთი

20:36 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ფავორიტები გამოიკვეთნენ

1 ნოემბერს დაიწყო თბილისის საკალათბურთო ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის, რომელიც გარდა დედაქალაქის პრიზიორი გუნდების გამოვლენისა, საქართველოს პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირს წარმოადგენს. თბილისის კვოტა საქართველოს ჩემპიონატში 8 ადგილია, შესაბამისად, მას დედაქალაქის პირველობაზე მეოთხედფინალში გასული გუნდები შეავსებენ.

ტურნირის ორგანიზატორია თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. 1, 2 და 3 ნოემბერს თბილისის ჩემპიონატის 16 მატჩი გაიმართა და რამდენიმე ფავორიტიც გამოიკვეთა. წარმოგიდგენთ ცხრილს, სადაც ყველა მატჩის შედეგ ნახავთ. ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობენ – ჰიუნდაი, აკადემია 1, დინამო, ზაზა 1, ზაზა 2, ვინგსი 1 და მეგა.

ჯგუფური ეტაპი 6 ნოემბერს დასრულდება და თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა. როგორც აღვნიშნეთ, ჯგუფიდან გასული გუნდები საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ და თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

GBF.GE

0.158222