ავტოსპორტი

3:51 | 3.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი ამერიკის დიდი პრიზის პოულზე

ვალტერი ბოტასმა აშშ-ის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და სტარტზე მოწინავე პოზიციაზე დადგება. ფინელ პილოტს ოსტინში გამარჯვება მართებს იმისათვის, რომ ტიტულის მოპოვების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნოს. მაგრამ თუ მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი თუნდაც ოთხი ქულის აღებას შეძლებს, ის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე გაინაღდებს მეექვსე ტიტულს.

ჰამილტონი სტარტზე მეხუთე პოზიციაზე დადგება და ჩემპიონობისთვის, რბოლის მერვე ადგილზე დასრულებაც ეყოფა. სტარტზე ბოტასს გვერდს სებასტიან ფეტელი დაუმშვენებს, რომელმაც „მერსედესის“ მრბოლთან სულ რაღაც, 0.012 წამი დათმო. მეორე რიგში კი მაქს ფერსტაპენი და შარლ ლეკლერი დადგებიან.

აღსანიშნავია, რომ ტექსასურ ტრეკზე, „მერსედესმა“ ზედიზედ მეექვსე პოულ პოზიცია მოიპოვა. ეს ტრეკი იმითაა გამორჩეული, რომ მასზე გამართულ რბოლებს მხოლოდ ის პილოტები იგებენ, რომლებმაც სტარტი წინა რიგიდან აიღეს. ამ სტატისტიკით, გამრჯვებისთვის ბრძოლა ბოტასსა და ფეტელს შორის უნდა გაიმართოს. ისე კი, ამერიკაში ყველაზე წარმატებული მრბოლი ჰამილტონია, ვისაც იქ ექვსი გამარჯვება (ხუთი ტექსასში) აქვს მოპოვებული.

აშშ-ის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:32.029
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:32.041
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:32.096
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:32.137
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.321
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:32.548
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:32.847
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.175
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:33.488
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:33.601
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:33.815
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:33.979
  13. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:33.989
  14. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:34.100
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:34.158
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:34.226
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:34.369
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:35.372
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:35.889
  20. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:35.808
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.151008