სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:46 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ახლა სპეციალისტებს ერთი კითხვა აწუხებთ: „ლივერპული“ მართლაც ისეთი გუნდი გახდა, რომ თამაშებს საჩემპიონო კლასით იგებს, თუ უბრალოდ უმართლებს? უკვე მერამდენედ, მიმდინარე სეზონში, იურგენ კლოპის ბიჭებმა ისე გაიმარჯვეს, ფანტასტიკის სფეროს რომ უწოდებენ. 95-ე წუთზე მანეს თავურიც ხომ რაღაც ზებუნებრივი სანახაობა იყო.

მაგრამ თავიდან ვთქვათ. მერსისაიდელები ბირმინგემში აშკარა ფავორიტებად ჩავიდნენ. მით უმეტეს, რომ მასპინძლებს მთავარი ვარსკვლავი და კაპიტანი, ჯეკ გრილიში აკლდათ.

მაგრამ დაიწყო თამაში და გამოჩნდა, რომ „ლივერპულს“ ძალიან გაუჭირდებოდა. თანაც, „ლომებმა“ 21-ე წუთზე გახსნეს ანგარიში. თავი მაჰმუდ ტრეზეგემ გამოიჩინა.

მალე „ლივერპულმაც“ გაიტანა, სანეს პასით ფირმინომ შეაგდო, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და მას ვიდეოარბიტრიც დაეთანხმა.

მეორე ტაიმში „ასტონ ვილამ“ ერთგვარი „ავტობუსი“ შეაკოწიწა. „ლივერპულს“ კი ფანტაზია არ ჰყოფნიდა რაიმე განსხვავებული მოეფიქრებინა, თორემ დღეს ვიღას უკვირს „ავტობუსები.“

მაგრამ მონდომებამ და კლასმა მაინც თავისი ნაყოფი გამოიღო. ჯერ სანემ დაკიდა ბურთი მარჯვნიდან შორეული ძელისკენ და ერნდრიუ რობერტსონმა ღონიერი თავური დაჰკრა - 1:1. 95-წუთზე კი ალექსანდერ-არნოლდმა, რომელიც „ლივერპულის“ მაისურით მე-100 მატჩს ატარებდა, მარჯვნიდან მოაწოდა კუთხური და მანემ მართალაც ეტყობა აფრიკელი ჯადოქრები მოიხმო: მცველებით გარშემორტყმულმა ყველას დაასწრო და თავით, მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა - 1:2.

„ლივერპული“ ისევ 6 ქულით უსწრებს „სიტის,“ რომელიც წინა ტურში „ლესტერისგან“ ნამუსახდილ „საუთჰემპტონთან“ (0:9) ჯერ აგებდა, მაგრამ აგუეროსა და უოკერის გოლებით მაინც მოიგო 2:1.

„ავტორიტეტების რისხვა“ ლონდონში ჩავიდა. ძველებს გეხსომებათ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ასეთი პრიზი არსებობდა და მას ისეთ გუნდს ანიჭებდენენ, ვინც ლიდერებს ყველაზე მეტ ქულას აართმევდა. ასეთია „ვულვერჰემპტონი“ და ეს თიკუნი კიდევ ერთხელ დაადასტურა „ემირეითსზე.“

„მეთოფეთა“ დამრიგებელმა, უნაი ემერიმ დიდი ხნის შემდეგ ძირითადში ათამაშა მესუთ იოზილი. გოლი კი გენდუზი-ლაკაზეტი-ობამეიანგის კომბინაციის შემდეგ გავიდა.

მაგრამ „მგლებმა“ რამდენჯერმე საინტერესოდ გაითამაშეს ბურთი და ბოლოს მაინც გაათანბრეს. რაულ ხიმენესმა ზუსტად დაარტყა. მოკლედ, „არსენალმა“ ისევ ვერ მოუგო „ვულვერჰემპტონს.“ ბოლოჯერ „მეთოფეებმა“ „მგლები“ 2012 წელს დაამარცხეს.

ისევ წააგო „მანჩესტერ იუნაიტედმა,“ ოღონდ, ამჯერად „ბორნმუთთან“ თამაშს ხელი კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა. ბოლოსკენ წვიმამ გადაიღო, თუმცა სულშერის ბიჭებს მაინც არაფერი გამოსდიოდათ. პირიქით, მასპინძლები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-11 ტური. 2 ნოემბერი

ბორნმუთი - მანჩესტერი 1:0

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“ 10 669

1:0 კინგი (45)

ბორნმუთი: რემსდეილი, კუკი, აკე, სმიტი, რიკო, ლერმა, ჰარი უილსონი (კუკი 86), ფრეიზერი, ბილინგი, კინგი, კალუმ უილსონი

მწვრთნელი: ედი ჰოუ

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, იანგი, ვან-ბისაკა (უილიამსი 81), პერეირა (ლინგარდი 68), ფრედი, ჯეიმსი (გრინვუდი 80), მაკტომინეი, რაშფორდი, მარსიალი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ლერმა (35), კუკი (55), ფრეიზერი (63), კალუმ უილსონი (90+2); ფრედი (35), ლინდელოფი (64), იანგი (67)

არსენალი - ვულვერჰემპტონი 1:1

ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 383

1:0 ობამეიანგი (21), 1:1 ხიმენესი (77)

არსენალი: ლენო, ჩემბერსი, დავიდ ლუისი, პაპასტატოპულოსი, ტირნი (კოლაშინაცი 87), გენდუზი, ტორეირა (საკა 73) (ტორეირა , სებალიოსი, იოზილი, ობამეიანგი, ლაკაზეტი (მარტინელი 60)

მწვრთნელი: უნაი ემერი

ვულვერჰემპტონი: პატრისიუ, დოჰერტი (ვინაგრე 71), დენდონკერი, კოდი, საისი, კასტრო, ნევეში, მოუტინიუ, ტრაორე, ხიმენესი, ჟოტა (ნეტუ 90+1)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: საისი (67), ჟოტა (89)

ასტონ ვილა - ლივერპული 1:2

ბირმინგემი. „ვილა პარკი.“ 41 878

1:0 ტრეზეგე (21), 1:1 რობერტსონი (87), 1:2 მანე (90+5)

ასტონ ვილა: ჰიტონი, ჟილბერი (ალ მუჰამადი 69), მინგსი, ლუისი (ჰურიჰეინი 72), ტარგეტი, ენგელსი, ნაკამბა, მაკგინი, ტრეზეგე, ელ ღაზი, უესლი (კოჯა 86)

მწვრთნელი: დინ სმიტი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ლალანა (კეიტა 84), ვეინალდუმი (ორიჯი 65), მანე, სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 65), ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ელ ღაზი (82); მანე (37), ვან დეიკი (58)

სიტი - საუთჰემპტონი 2:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 53 922

0:1 უორდ-პროუსი (13), 1:1 აგუერო (70), 2:1 უოკერი (87)

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ფერნანდინიო, ანხელინიო, გიუნდოგანი, დავიდ სილვა (ჟეზუსი 47), დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა (ფოდენი 84), სტერლინგი, აგუერო (ოტამენდი 90+2)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

საუთჰემპტონი: მაკარტი, ვალერი (დანსო 75), სტივენსი, ვესტერგორი, ბედნარეკი (ადამსი 88), ჰოიბერგი, რომეუ, უორდ-პროუსი, არმსტრონგი, რედმონდი, ინგზი (ჯენეპო 84)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: სტერლინგი (40), გიუნდოგანი (89), ედერსონი (90+6)

უოტფორდი - ჩელსი 1:2

უოტფორდი. „ვიკირიჯ როუდი.“ 21 011

0:1 აბრაჰამი (5), 0:2 პულიშიჩი (55), 1:2 დეულოფეუ (79 პენ)

უოტფორდი: ფოსტერი, იანმატი (ფემენია 75), კაბასელე, დოუსონი, კეტკარტი (მარიაპა 20), მასინა, დუკურე, ჩალობა (ჰიუზი 67), დეულოფეუ, გრეი, პერეირა

მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ტომორი, ზუმა, ემერსონი, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, მაუნტი, ვილიანი (ჯეიმსი 90+5), აბრაჰამი (ბატშუაი 88), პულიშიჩი (ჰადსონ-ოდოი 83)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: კაბასელე (46), იანმატი (70), დოუსონი (82), მარიაპა (89); ჟორჟინიო (90), მაუნტი (97)

ბრაიტონი - ნორვიჩი 2:0

1:0 ტროსარი (69), 2:0 დაფი (84)

ვესტ ჰემი - ნიუკასლი 2:3

0:1 კლარკი (16), 0:2 ფერნანდესი (22), 0:3 შელვი (51), 1:3 ბალბუენა (73), 2:3 სნოდგრასი (90+1)

შეფილდი - ბარნლი 3:0

1:0, 2:0 ლუნდსტრემი (17, 43), 3:0 ფლეკი (44)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111045
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X