ფეხბურთი

13:19 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა რონალდუს აჯობა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში, „ჩელსის“ წინააღმდეგ (2:1), დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს შემდგომ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.

Squawka Football-ის ცნობით, 22 წლის რაშფორდმა საკლუბო დონეზე უკვე 52 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, კრიშტიანუ რონალდუს გაუსწრო. ამავე ასაკში პორტუგალიელს „ოდენ“ 47 ბურთი გაეტანა.

რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-09 წლებში თამაშობდა. რის შემდეგაც მადრიდის „რეალში“ გადაბარგდა, ამჟამად კი ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.

მანკუნიანელთა შემადგენლობაში კრიშტიანუმ ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ პრემიერლიგა მოიგო.

რაშფორდი „მანჩესტერის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116015