ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „საუთჰემპტონი“ საკუთარ მოედანზე „ლესტერ სიტისთან“ საშვილიშვილოდ შერცხვა და სარეკორდო ანგარიშით წააგო - 0:9.
ახლა კი, „წმინდანების“ ვებგვერდი გვამცნობს, რომ გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თავიანთ ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარენ.
„პირველი გუნდის მოთამაშეები და ტექნიკური პერსონალი გასული პარასკევის საკუთარ ანაზღაურებას #SaintsFoundation-ში გადარიცხავენ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
უნდა ითქვას, რომ ეს არის ბრწყინვალე ინიციატივა და საქველმოქმედო ნაბიჯი სარეკორდო და სამარცხვინო წაგების დასავიწყებლად.