სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:40 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში ლიდერები არ გაახარეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს IX ტური წარუმატებელი გამოდგა ლიდერებისთვის. „იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ მოულოდნელად ქულები გაანიავეს და სატურნირო ცხრილის სათავეში ცვლილებები არ მომხდარა.

თავდაპირველად საქმეში „იუვენტუსი“ ჩაერთო, რომელიც „ვია დელ მარეზე“ „ლეჩეს“ ესტუმრა და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ქულას დასჯერდა. ტურინელებმა საგოლე მომენტები ქარს გაატანეს, რომელსაც თან მნიშვნელოვანი ორი ქულაც გაჰყვა.

უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში პაულო დიბალამ პენალტით გახსნა, მაგრამ 6 წუთში საპირისპირო კართან დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც მანკოსუმ გაიტანა. სხვათა შორის, ტურინელთა კარში პენალტი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მატიას დე ლიხტს ბურთი საჯარიმოშო ხელზე მოხვდა. ჰოლანდიელს უშუალოდ „იუვეში“ ეს მეორედ დაემართა, ერთხელ ჰოლანდიის ნაკრებშიც - მოკლედ, მატიასი შორსაა იმ ფორმისგან, რომელშიც შარშან იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მაურიციო სარის გუნდი ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, მომენტები ანიავა. მარტო ის რად ღირს, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ ცარიელ კარში მაინცდამაინც ძელი მოძებნა. აღსანიშნავია, რომ სარის ელიტაში აღზევებული გუნდების წინააღმდეგ 13-დან 13 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და პირველად ვერ მოახერხა ახალწვეული მეტოქის ძლევა.

„იუვენტუსის“ წაფორხილებით სარგებლობდა და ლიდერობის დაბრუნება შეეძლო „ინტერს“, რომელსაც „პარმა“ უნდა დაემარცხებინა შინ, მაგრამ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა. „ნერაძური“ ანტონიო კანდრევამ 23-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ 7 წუთის შემდეგ ემილიელები იგებდნენ. ჯერ იან კარამომ გაიტანა, მერე ფრანგმა ჟერვინიოს გაატანინა. აღსანიშნავია, რომ კარამო „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელია და ყოფილ გუნდზე მცირე შურისძიება გამოუვიდა.

შავ-ლურჯებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და 51-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა სამართლიანი თამაშგარე დააფიქსირა. და მაინც, ვიდეორეფერიმ ეპიზოდი გადაამოწმა და გოლი ჩაითვალა, არადა იმავე ვიდეორეფერის მიერ გამოქვეყნებულ მონახაზში ნათლად ჩანს, რომ კანდრევა თამაშგარეშია... „ინტერს“ გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი დრო ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო გოლის გატანა, რომელიც გაალიდერებდა და „იუვენტუსის“ დარად ფრეს დასჯერდა. შედეგად, დაუძინებელ მტრებს შორის ერთქულიანი სტატუსქვო ტურინელთა სასარგებლოდ შენარჩუნდა.

დღის ბოლო შეხვედრაში ტიაგო მოტას დებიუტი შედგა, რომელმაც „ჯენოას“ ნანატრი გამარჯვება მოაპოვებინა. არადა, გენუელები „ბრეშასთან“ სანდრო ტონალის დიდებული გოლით აგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში მოტამ სამი ცვლილება გააკეთა, სამივე ფეხბურთელმა გოლები გაიტანეს და „ჯენოამ“ 3:1 იმარჯვა.

„ლეჩე“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 დიბალა (50, პენ), 1:1 მანკოსუ (56, პენ)

„ინტერი“ – „პარმა“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 კანდრევა (23), 1:1 კარამო (26), 1:2 ჟერვინიო (30), 2:2 ლუკაკუ (51)

„ჯენოა“ – „ბრეშა 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ტონალი (34), 1:1 აგუდელო (66), 2:1 კუამე (75), 3:1 პანდევი (79)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.229434
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X