სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:18 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოლები და რეკორდები - "ლესტერმა" ისტორია გააცოცხლა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურში ზღაპრული და ვინძლო ისტორიაში ერთ-ერთი დაუვიწყარი საღამო ჰქონდა „ლესტერ სიტის“. ბრენდან როჯერსის გუნდი „სენტ მერიზე“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და თავ-ბედი აწყევლინა - 9:0.

ბუნებრივია, ასეთი უცნაური ანგარიში ყოველდღე არ ფიქსირდება და მითუფრო პრემიერლიგაში, ამიტომ „მელიებმა“ რამდენიმე საინტერესო რეკორდი დაამყარეს თუ გაიმეორეს.

ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება - „ლესტერმა“ ინგლისის უმაღლესი ლიგის 131-წლიან ისტორიაში სტუმრად ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო (9:0).

საუკეთესო სტარტი - 2019-2020 წლების სეზონის 10 ტურში „მელიებმა“ 20 ქულა მოიპოვეს და ეს უფრო მეტია, ვიდრე საჩემპიონო, 2015-2016 წლების სეზონში ჰქონდათ 10 ტურის თავზე (19). შედეგად, საუკეთესო სტარტია 1930-1931 წლების სეზონის შემდეგ.

24 წლის შემდეგ - „ლესტერმა“ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად, რომელმაც 1995 წლის მარტში, „ოლდ ტრაფორდზე“ „იფსვიჩ თაუნი“ ასევე 9:0 დაამარცხა.

ორი ჰეთ-თრიქი - „ლესტერი“ პრემიერლიგის ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომლის ორმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა (აიოზე პერესი და ჯეიმი ვარდი). პირველად ასეთი რამ „არსენალის“ მოთამაშეებმა (ჯერმეინ პენანტი და რობერ პირესი) 2003 წლის მაისში გააკეთეს. საინტერესო დამთხვევაა, რომ როგორც „მელიებმა“, აგრეთვე „მეთოფეებმაც“ ეს მიღწევა „საუთჰემპტონთან“ დააფიქსირეს.

5:0 და პირველი ტაიმი - „ლესტერი“ პრემიერლიგის ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც პირველ ტაიმში სტუმრად 5:0 იმარჯვა. 2010 წლის აპრილში, „მანჩესტერ სიტიმ“ იგივე „ბარნლის“ დამართა.

ამასობაში, „ლესტერი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 5 ქულით ჩამორჩება. „საუთჰემპტონი“ კი სავალალო დღეშია - „წმინდანები“ 8 ქულით გასავარდნი ზონის მე-18 პოზიციას ამაგრებენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.118455
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X