ფეხბურთი

16:22 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს საშინელი სტატისტიკა - 28 ჯარიმა, 0 გოლი

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსში“ საჯარიმო დარტყმების საოცრად ცუდი სტატისტიკა აქვს. პორტუგალიელმა „ბებერი ქალბატონის“ მაისურით სტანდარტული 28-ჯერ შეასრულა და გოლი ერთხელაც ვერ გაიტანა.

19-ჯერ ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, 7-ჯერ მეკარემ მოიგერია, ხოლო 2-ჯერ ბურთი კარის ჩარჩოში საერთოდ არ მოხვედრილა.

რონალდუს კარიერაში 701 გოლიდან 55 ჯარიმით აქვს გატანილი, მაგრამ „იუვეში“ ამ კუთხით საქმეები კარგად არ მისდის. არადა, ტურინელებს ჰყავთ მირალემ პიანიჩი, რომელსაც სერია A-ს ეგიდით 15 ჯარიმა აქვს გატანილი და ამ ლიგის ისტორიაში მეშვიდე ადგილზეა ჯანფრანკო ძოლას (20), ფრანჩესკო ტოტის (21), რობერტო ბაჯოს (21), ალესანდრო დელ პიეროს (22), ანდრეა პირლოსა (28) და სინიშა მიხაილოვიჩის (28) შემდეგ. მიუხედავად ამისა, კრისტიანუ არც პიანიჩს და არც პაულო დიბალას ხშირად არ უთმობს ჯარიმის შესრულებას და ჯიუტად ცდილობს მიზნის მიღწევას, თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუს „იუვენტუსში“ დღემდე 53 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 33 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.262506