სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

19:47 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადი შეავსეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობები დაასახელეს. ამ ასაკობრივ ჯგუფში, 2019 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტში უმასპინძლებს და ქართული გუნდები ხალიჩაზე 10-10 სპორტსმენით გავლენ.

ერთკვირიანი ჩემპიონატის პირველი სამი დღე ხალიჩები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. შესაბამისად, ზურაბ ჭიღლაძის შეგირდები უნგრეთში შედარებით ადრე ჩავლენ, ვიდრე სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი გუნდი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში, ხვალ დაასრულებენ და პირდაპირ ქუთაისს მიაშურებენ, საიდანაც ბუდაპეშტში გაფრინდებიან. ბერძენ-რომაელები კი დუშეთში ვარჯიშობენ და სამშაბათს გაემგზავრებიან უნგრეთში. ისინი 1-3 ნოემბერს იჭიდავებენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჯაბიძის გუნდის განაცხადია. ქართული ათეულის ხუთი წევრი ევროპის მოქმედი ჩემპიონია 23-წლამდელთა შორის: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). პატარიძე ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა. წურწუმია კი - 23-წლამდელებშიც პირველი ნომერია მსოფლიოში და უფროსებშიც.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზეც და წლევანდელ ევროპირველობაზეც, საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები

57 კგ - რობერტ დინგაშვილი

61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი

65 კგ - ედემი ბოლქვაძე

70 კგ - მირზა სხულუხია

74 კგ - გიორგი სულავა

79 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი

86 კგ - ზაურ ბერაძე

92 კგ - დემურ მეგენეიშვილი

97 კგ - გივი მაჭარაშვილი

125 კგ - ზურიკო ურთაშვილი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - დათო ჩხარტიშვილი

63 კგ - ლევან ქავჟარაძე

67 კგ - გიორგი კურტანიძე

72 კგ - რამაზ ზოიძე

77 კგ - ბექა მამუკაშვილი

82 კგ - აივენგო რიკაძე

87 კგ - გურამ ხეცურიანი

97 კგ - გიორგი მელია

130 კგ - ზვიად პატარიძე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.09912
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X