სხვა

20:59 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ეროვნული ჩემპიონატი გლდანში გაიხსნა

გლდანის ხელბურთის აკადემიაში დაიწყო ქალთა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში, რომელიც ზედიზედ მეხუთედ იმართება. პირველ დღეს შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა თბილისის ქარიშხალამ 34-29 დაამარცხა თბილისის მამული, ბრინჯაოს პრიზიორმა, ყვარელმა მოუგო თბილისის პეგასს 41-24.

ხუთშაბათსა და პარასკევს გლდანში ეს 4 გუნდი კიდევ 4 თამაშს გამართავს, ხოლო 30 ოქტომბრიდან სენაკში გაიმართება დასავლეთ საქართველოს ოთხეულის მიკროტურნირი: ქვეყნის ჩემპიონის, ფოთის ოქროს ვერძის, აჭარის, სამტრედიისა და წყალტუბოს გუნდების მონაწილეობით.

პირველი წრე წლეულსვე დასრულდება. საგაზაფრულო ეტაპზე 8 გუნდი ერთმანეთში კიდევ თითოჯერ ითამაშებს და ფინალური ოთხეულის მონაწილეებს გამოავლენს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 23 ოქტომბერი, გლდანი

მამული - ქარიშხალა 29-34

მამ: გორჯოლაძე - მაჭარაშვილი 12, ველიჯანაშვილი 7, ე. ბერიკაშვილი 4, იაშვილი 3, თ. კუბლაშვილი 2, ჩუხატურიანი 1, მურჯიკნელი, ქობალია, ჯოხაძე, მირიანაშვილი, მერიძე, ა. ბერიკაშვილი, ქ. კუბლაშვილი, ქარაბაკი - მწვ. ჯ. კასიანი

ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი - ი. ჩხაიძე 11, ა. ჩხაიძე 10, მ. ცინცაძე 6, ქ. ცინცაძე 5, ხმელიძე 2, დოღაძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, ქარჩავა, კირვალიძე, დევდარიანი, ბიძინაშვილი, სოლოღაშვილი - მწვ. ი. ციცქიშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი - თ. ბჟალავა

ყვარელი - პეგასი 41-24

ყვ. ამონაშვილი, ვარდიშვილი - ქიტესაშვილი 14, თეთრაშვილი 12, სურამლიშვილი 7, სმოიანი 5, მიხელიძე 1, მ. ტეტოშვილი 1, აფციაური 1, თავღორიშვილი, ფუღიაშვილი, დ. ტეტოშვილი, კოკორაშვილი, იოსებაშვილი - მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი - ე. ჩხაიძე 11, ტარტარაშვილი 4, კორძაია 3, ქებაძე 2, სვანიძე 2, საბაშვილი 2, პაპუაშვილი, ხაჭაპურიძე, ჯოლოხავა, ე. მაკარაშვილი, დადვანი, ნეფარიძე, ქ. ჩოგოვაძე - მწვ. ნ. წივწივაძე, თ. ჩოგოვაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

24 ოქტომბერი, გლდანი

16:00 ქარიშხალა - პეგასი

17:45 მამული - ყვარელი

25 ოქტომბერი, გლდანი

16:00 ყვარელი - ქარიშხალა

17:45 პეგასი - მამული

30 ოქტომბერი, სენაკი

ფოთი - წყალტუბო

სამტრედია - აჭარა

1 ნოემბერი, სენაკი

აჭარა - ფოთი

წყალტუბო - სამტრედია

2 ნოემბერი, სენაკი

ფოთი - სამტრედია

აჭარა - წყალტუბო

გაგრძელდება 14 ნოემბერს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.850052