ფეხბურთი

16:39 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღი ცნობილია

კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

„კომიტეტმა ორივე კლუბის წინადადების გაანალიზების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ელ კლასიკო“ 18 დეკემბერს გაიმართოს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მოგეხსენებათ, კატალონიაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო შეხვედრა, რომელიც წესით 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მხარეებმა თავდაპირველად მასპინძლის სტატუსის გაცვლაზე, ხოლო შემდეგ 4 ან 7 დეკემბერს თამაშზე თქვეს უარი.

საბოლოო გადაწყვეტილებით კი, „ელ კლასიკო“ „კამპ ნოუზე“ როგორც უკვე ვთქვით 18 დეკემბერს შედგება.