სხვა

14:52 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოდერძი ბერდელიძემ და გოგა ჩხეიძემ იუნიორ და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი დაისაკუთრეს

იუნიორ და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრები 61 და 67 კილოგრამ წონით კატეგორიებში წარსდგა და ორივეგან მედლები მოიპოვა.

23-წლამდელებში დღე წარამტებით დაიწყო გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ). მან ატაცში 125 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი ერგო აკვრაში, სადაც 153 კილოგრამი დაიმორჩილა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ორჭიდის ჯამში დაგროვილი 277 კილოგრამით ეზეიმა ჩემპიონობა.

სამი მედალი დაიმსახურა ბათუმის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა გოგა ჩხეიძემ (67 კგ).

ატაცში 135 კილოგრამის დაძლევით ჩხეიძემ ბრინჯაო აიღო, მეორე იყო აკვრაში 166 კილოგრამით, ხოლო ორჭიდში დაგროვილი 301 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი ერგო.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111607