კალათბურთი

14:50 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

3×3 საკალათბურთო ტურნირები ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 18-წლამდელთა მორიგ 3×3 საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობდა 7 გუნდი, რომლებიც ამ ასაკის წამყვანმა 3×3 კალათბურთელებმა შეადგინეს.

გუნდები 2 ჯგუფში განაწილდნენ, საიდანაც ნახევარფინალის საგზური 2-2-მა საუკეთესომ მოიპოვა, მათგან კი ფინალში გუნდი 4centi და bucket getters გავიდნენ. გამარჯვება bucket getters-მა მოიპოვა, რომელმაც ფინალური მატჩი 16:11 მოიგო. გამარჯვებული გუნდის ღირსებას ნიკა ნიკოლაიშვილი, გაბრიელ გორგაძე, გეგა ჭაბულიოანი და გუგა მოლოდინი იცავდნენ. ფინალისტ 4centi-ს საპრიზო ფონდიდან 200 ლარი ერგო, ხოლო გამარჯვეულს 400 ლარი გადაეცა.

ფინალისტ გუნდებს შესაბამისი საპრიზო თანხის ვაუჩერები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.

gbf.ge

0.120304