ფეხბურთი

18:06 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები სამცხე-ჯავახეთში გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ახალციხეში ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.

ორდღიანი სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და მასში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებმა მიიღეს. გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიას მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს აგრძელებს და ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე მწვრთნელები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.

GFF.GE

0.113975