სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

10:03 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

არც ისე ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საშინაო მატჩი თბილისის გარეთ ჩაატარა. ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებს ეს საყვედური ნაკლებად ეთქმით, რადგან როგორც წესი ეს გუნდები უმეტესწილად თბილისსგარეთ მასპინძლობენ მეტოქეებს. ეროვნული ნაკრები კი ეს ბოლო წლებია მთლად “გათბილისურდა“ და ამას ცხადია თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია.


ნაკრების მესვეურები “თბილისზე გამოკიდების“ ორ მთავარ მიზეზს დაასახელებენ. ერთი მიზეზი ისაა, რომ ნაკრების მატჩს როგორც წესი ბევრი მაყურებელი ესწრება, ბევრ ადამიანს სურს სტადიონზე მისვლა და არაპრაქტიკული იქნებოდა მაგალითად ქალაქ გორის პატარა სტადიონზე დანიის ნაკრებს რომ ვუმასპინძლოთ. მეორე მიზეზი კი ძველი და კარგად ცნობილია. თბილისის ორი მთავარი სტადიონის გარდა (რა თქმა უნდა ეროვნულ სტადიონზე და მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ვსაუბრობთ) სხვაგან არსად არაა ისეთი პირობები, უცხოელებთან თავი რომ არ მოგვეჭრას და ფიფა-უეფასაც სადავო რომ არ ქონდეს - გვაქვს თუ არა სხვა სტადიონებზე მნიშვნელოვანი მატჩების მასპინძლობის უფლება.


ეს მეორე “არგუმენტი“ ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს განსაკუთრებულად მაინც ვერ გამოადგებათ, რადგან ქართული ფეხბურთის ინფრასტრუქტურის განვითარება მათი პასუხისმგებლობაა და თუკი მაგალითად ფოთის ახლადრეკონსტრუირებული სტადიონი უხარისხოდ გაკეთდა, ეს არც ქომაგების ბრალია და არც ფეხბურთელების. საკუთარ თავთან უსაგნო კამათი და საკუთარი თავის დასჯა კი “ჰობიტისეულ“ გოლლუმზე კარგად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მაინც ვერასოდეს გამოუვა.

როგორც უკვე ვთქვით, ადრეც ასე იყო და რაც საქართველოს ნაკრები იშვა, ძალზედ იშვიათად ატარებდა საშინაო მატჩებს დედაქალაქის გარეთ. მე ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება და ისიც შედარებით სუსტ მეტოქეებთან. ინტერნეტის საძიებო სისტემას რომ არ ვუხმოთ საშველად, ახლა რაც მახსენდება, ჩვენმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს საშინაო მატჩების ჩატარებით ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი და გორი “დააფასეს“. მერე გადიოდა დრო, ეს სტადიონები პარტახდებოდა, არავინ იყო მათი მიმხედავი და თუკი ადრე მაგალითად ფოთის ძველ სტადიონზე საერთაშორისო მატჩები იმართებოდა, ჟამთა ავბედითობის გამო ძალიან დიდი ხნის მანძილზე ფოთის “კოლხეთი“ საერთოდ უსტადიონოდ დარჩა. იგივე დაემართა ბათუმის “დინამოს“. ქართლის და კახეთის სტადიონების იავარქმნაზე კი შეიძლება დადგეს დრო საშინელებათა ფილმიც გადაიღონ.


არადა, საერთოდ არაფერი დაუშავებია იმ ქომაგებს, რომლებიც თბილისსგარეთ ცხოვრობენ. რატომ არ შეიძლება, რომ მაგალითად გიბრალტარის, ანდა ვთქვათ ლატვიის დონის გუნდებს სხვა ქალაქებში ვუმასპინძლოდ? განა რა ინფრასტრუქტურულ პირობებს ითხოვენ ასეთს რომ ვერ გავუმკლავდებით? ანდა რა დააშავა დასავლეთ საქართველომ, რომელიც ისტორიულად ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებით მთავარი მომმარაგებელია?...


ახლა ბათუმში შენდება ახალი სტადიონი და იმედია ბათუმელებს ეღირსებათ სანაკრებო ბატალიების მათ ქალაქში ხილვა. მაგრამ იგივეს იმსახურებს ფოთიც, ქუთაისიც, გორიც, ზუგდიდიც და რუსთავიც. ერთ დიდ “თავკომბალად“ ქცეულ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ყოველწლიურად ისედაც უამრავი სპორტული ღონისძიება იმართება და ამ კუთხით თბილისში მცხოვრებნი განებივრებულები ვართ. საქართველო კი მხოლოდ თბილისი არ არის!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111568
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X