ფეხბურთი

12:16 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ჩემთან ერთად "ნაპოლის" სტადიონი ყოველ კვირას სავსე იქნება"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდასმხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. შვედი ფორვარდის განცხადებით, „ნაპოლიში“ თუ გადავა, ნეაპოლის სტადიონი ყველა თამაშზე გაივსება.

„ნაპოლი“? არ ვამბობ, რომ ამ გუნდში წავალ, საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა ასპექტებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც ენთუზიაზმი იქმნება. ჩემთან ერთად „სან პაოლოს“ სტადიონი ყოველ კვირას გაივსება. გარდა ამისა, ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელია“, - თქვა იბრამ.

შეგახსენებთ, ზლატანს იტალიაში „იუვენტუსის“, „ინტერისა“ და „მილანის“ რიგებში უთამაშია. „გალაქსისთან“ კონტრაქტი კი, მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება და ზამთარში თავისუფალი აგენტი გახდება.

სტატისტიკა
0.252107