ფეხბურთი

22:15 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფლამენგომ" შესაძლოა გაბიგოლი გამოისყიდოს

"ფლამენგო" მზადაა "ინტერის" ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბიგოლი გამოისყიდოს. სამხრეთამერიკული კლუბი მზადაა იტალიელებს 22 მილიონი ევრო შესთავაზოს. ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გაბიგოლი "ფლამენგომ" 2019 წლის დასაწყისში ერთი წლით ინათხოვრა და წლის ბოლოს "ინტერში" დაბრუნდება. თავდამსხმელმა ბრაზილიური კლუბის რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ნერაძურიმ" გაბიგოლი 2016 წელს "სანტოსიდან" დაიმატა, თუმცა ბრაზილიელმა "ინტერში" თავი არ გამოიჩინა და ჯერ "ბენფიკაში", ხოლო შემდეგ "სანტოსში" იყო იჯარის წესით გაშვებული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

0.125827