ფეხბურთი

20:47 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატიპმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კამერუნელმა ფეხბურთელმა ჟოელ მატიპმა "ლივერპულთან" ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "ლივერპულის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. Sky Sports-ის ინფორმაციით კი ჟეოლმა კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

მატიპი "მესისაიდელებმა" "შალკედან" 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მას შემდეგ მატიპმა 107 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ჟოელმა 31 მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩემპიონტა ლიგის ფინალურ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112269