ფეხბურთი

21:46 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაელი ფეხბურთელი კოკაინის მოხმარების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"სან პაულოს" ურუგვაელი თავდამსხმელი გონსალო კარნეირო კოკაინის მოხმარების გამო სპორტის ანტი-დოპინგურმა სასამართლომ ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული ინფორმაცია Globo Esporte-მ გაავრცელა.

თავად ფეხბურთელი ირწმუნება, რომ კოკაინი არ მიუღია და გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. კარნეიროს დისკვალიფიკაციის ვადად 19 მარტი ჩაეწერა და უკვე შვიდი თვე გავიდა სასჯელის დაწყებიდან. გონსალო ბრაზილიურმა კლუბმა 2018 წელს "დეფენსორიდან" დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116909