ფეხბურთი

21:19 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი "არსენალის" დატოვებას არ აპირებს

გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ ლონდონის "არსენალის" დატოვებას არ აპირებს და ავადმყოფობასთან დაკავშირებული ჭორები უარყო.

"იმედგაცრუბული ვარ, რადგან ავადმყოფობის გამო მატჩები გამოვტოვე და ხალხი კითხვებს მისვამდა ნამდვილად გაციების გამო ვაცდენდი შეხვედრებს თუ არა. ვინც მე მიცნობს იმან იცის თუ რას ნიშნავს ჩემთვის თამაშის გამოტოვება. "არსენალთან" კონტრაქტი 2021 წლამდე მაკავშირებს და არსად წასვლას არ ვაპირებს." - ციტირებს The Athletic-ი იოზილის სიტყვებს.

ასევე, "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ წინასასეზონო მომსამზადებელ პერიოდში იოზილი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გაციებამ სეზონის სტარტზე ხელი შეუშალა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გერმანელი კარგად ვარჯიშობს, თუმცა ესპანელი სპეციალისტის თქმით იოზილი ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არაა. მიმდინარე სეზონში მესუთმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

0.113685