სხვა

10:51 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ს ქალი ჟურნალისტებისთვის მედია აკრედიტაციების გაზრდა სურს

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) სურს, 2020 წლის ტოკლიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებითი მედია აკრედიტაციები გამოუყოს ქალ ჟურნალისტებს. IOC-ს ცდილობს, რომ კაც და ქალ ჟურნალისტთა შეფარდება უფრო დაბალანსებული იყოს.

2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედია აკრედიტაციის 80 პროცენტზე მეტი კაცებზე იყო განაწილებული.

2020 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან მოწყობილ ერთგვარ პრეს-ბრიფინგზე ითქვა, რომ აუცილებელია ქალ ჟურნალისტთა მხარდაჭერა. საამისოდ ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი იქნება მათთვის დამატებითი აკრედიტაციების გაცემა.

2020 წლის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10202