ფეხბურთი

16:18 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ქომაგებს მესის დებიუტის შესახებ შეახსენა - „ის ისტორიაში საუკეთესოა“

ზუსტად 15 წლის წინათ, 2004 წლის 16 ოქტომბერს, ლიონელ მესიმ პირველად ითამაშა ოფიციალურ მატჩში „ბარსელონას“ მაისურით. ეს კატალონიური დერბი გახლდათ „ესპანიოლის“ წინააღმდეგ.

„15 წლის წინათ მესის დებიუტი შედგა ჩვენს პირველ გუნდში. დღეს მეექვსე „ოქროს ბუცს“ მიიღებს. ის საუკეთესოა ისტორიაში“ - წერია კატალონიური კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე, რომელსაც თან ერთვის ვიდეო, როგორ შედის მესი მონდორზე პორტუგალიელი დეკუს ნაცვლად.

32 წლის მესი „ბარსელონას“ აღზრდილია. ის საუკეთესო ბომბარდირია კლუბის ისტორიაში. ყველა ტურნირში მან 692 მატჩი ჩაატარა, 604 ბურთი გაიტანა და 244 საგოლე პასით გამოირჩა.

მან ხუთჯერ მოიგო „ოქროს ბურთი,“ 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114296