სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:58 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

როცა მთავარი ტაბლო არაა!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე გამარჯვება იზეიმა, მაგრამ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დატოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი გიბრალტარს ესტუმრა და შინ 3 ქულით რომ უნდა დაბრუნებულიყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

თუმცა, „ჯვაროსნებს“ ხულიო რიბასის პირდაპირ ვთქვათ და მაჩანჩალა ნაკრების ძლევა მეტისმეტად გაუჭირდა. არადა, დასაწყისი ჩინებული იყო, უკეთეს ძნელად თუ ინატრებდა კაცი, 21-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობით ვიგებდით.

ჯერ, ჩინებული კომბინაცია, ლევან შენგელიას მოხდენილი პასით გიორგი ხარაიშვილმა დააგვირგვინა. გიორგიმ სადებიუტო გოლი გაიტანა ეროვნულ ნაკრებში, ლევანმა პირველი საგოლე პასი მიითვალა. გავიდა 10 წუთი და ვლადიმირ ვაისის გუნდის უპირატესობა გაიზარდა. ჯაბა კანკავამ დაახლოებით 35 მეტრიდან დაარტყა და ულამაზესი გოლის ავტორი შეიქნა.

თითქოს, ყველაფერი გადაწყდა და საქართველო კიდევ არაერთხელ მოახერხებდა მასპინძლის დამწუხრებას. თუმცა, ამის შემდეგ მოედანზე რაც ხდებოდა, ძალიან ძნელია ახსნა, გადმოსცე. პირველმა ტაიმმა მშვიდად ჩაიარა, აი, მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა კოშმარულად დაიწყო.

გიბრალტარელთა უპირატესობა მე-60 წუთიდან გამოიკვეთა და ნელ-ნელა გიორგი ლორიას კართან სახიფათო მომენტების შექმნასაც უმატეს. ჯერ იყო და, ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა მასპინძელმა ფორვარდმა, მერე ლორიამ შესანიშნავი სეივით კუთხურზე მოიგერია ბურთი. 66-ე წუთზე ლოგიკური გოლი გავიდა სტუმართა კარში. დაცვის ხაზი აბსოლუტურად ჩავარდა, მეტიც, ქართველმა მცველებმა დაიძინეს და 38 წლის ლი კაშიარომ ახლო მანძილიდან ლორიას შანსი არ დაუტოვა.

გაშვებული გოლიც არ გამოდგა ვაისის შეგირდებისთვის ცივი შხაპი და თამაში ისევ დუნედ, უყურადღებოდ განაგრძეს. თავის მხრივ, ამას რიბასის გუნდი კარგად ხვდებოდა და სულ უფრო მოუხშირა ჩვენს საჯარიმოსთან ტრიალს. 73-ე წუთზე უოლკერმა გაისროლა და ლორიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ოსტატობა. მართლაც ურთულესი ბურთი აიღო და იმავდროულად, ულამაზესი სეივიც გამოუვიდა. საქართველოს ნაკრები კი, აშკარა გოლისგან იხსნა. თუმცაღა, რამდენიმე წამით. ამ დარტყმას კუთხური მოჰყვა, რის შედეგადაც მუელის ხელი ვერავინ შეუშალა, თავით დაემუქრა საქართველოს ნაკრების კარს და ლორია ისევ ფანტასტიკური იყო, აიღო, ხარიხაც დაეხმარა, მაგრამ დაცვის ხაზმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა უდარდელი ცხოვრებისთვის მიეყო ხელი და ხარიხიდან ასხლეტილ ბურთის როი ჩიპლოინამ შედეგიანად დაამატა - 2:2...

2 გაშვებული გოლი 8-წუთიან ინტერვალში, სრული კოშმარი! საქართველოს ნაკრებმა დანიასთან და ირლანდიასთამ თუ რომელიმე რგოლში აჩვენა დალაგებული თამაში ეს დაცვის ხაზი იყო და 180 წუთი კარი მშრალად შეინახა, მაგრამ გიბრალტარისგან 8 წუთში მიიღო 2 გოლი, თანაც გუნდისგან, რომელსაც იქამდე არ ჰქონდა გატანილი მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე.

სწორედ მეორე გოლის შემდეგ ოდნავ გამოცოცხლდა საქართველო და მეტოქის კარისკენ გაიხედა. მაგრამ, სახიფათო მომენტების შექმნას ვინ ჩივის, გააზრებული, კომბინაციური ფეხბურთის თამაში ძალიან ჭირდა. 84-ე წუთზე კი, შენგელიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ახლო მანძილიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს ისტორიის დაწერის შესაძლებლობა ბოლოსკენ მაინც არ მისცა.

გამარჯვება გამარჯვებად და სამი ქულა სამ ქულად, მაგრამ, რაც „ვიქტორია სთედიუმზე“ ხდებოდა, ეს ნამდვილად არის შემაშფოთებელი, თანაც ნელ-ნელა ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიც ახლოვდება. ცხადია, ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა მწარე და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოდგება, რომ მსგავსი შეცდომები მთავარ მატჩებში აღარ გამეორდეს. ბუნებრივია, გიბრალტართან ქულების განიავება არ შეიძლებოდა, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობა არ მატჩის შედეგს მაინც არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მთავარი ახლა ის სათამაშო ხარისხია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა და რომელიც მეოცე წუთის შემდეგ ფაქტობრივად არავის უნახავს...

ამასობაში, ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა 8 ქულას მოუყარა თავი, რაც თავის ნუგეშად ნამდვილად არ გამოდგება. ამ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს კი, ზუსტად ერთი თვის თავზე, შვეიცარიაში ჩაატარებს.

გიბრალტარი - საქართველო 2:3 (2:2)

გიბრალტარი, „ვიქტორია სთედიუმი“

გიბრალტარი (4-2-3-1): გოლდვინი; სერგენტი, რ. ჩიპოლინა, ი. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), ოლივერო; ბადრი (ერნანდესი 81), მუელი; ლ. კაშიარო, ლ. უოლკერი, ბრიტო; დე ბარი

მწვრთნელი: ხულიო რიბასი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90); კანკავა, ანანიძე; შენგელია, ყაზაიშვილი, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 60); ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (21), 1:2 კაშიარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გაფრთხილება: ბადრი (45), სერგენტი (56) - ხოჭოლავა (48)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 13 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: პაოლო ვალერი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110679
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X