სხვა

21:14 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში ფავორიტები გავიდნენ

საქართველოს თასის ნახევარფინალში,ხვალ, გლდანის ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში ითამაშებენ BSB ბათუმი - სტუ-იმედი, პეგასი - ქუთაისი. თამაშები 13 საათიდან დაიწყება.

ქვეყნის ჩემპიონმა ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა მეოთხედფინალში 45-35 მოუგო გორის გუნდს. ბათუმელებმა გუნდის შარშანდელი ბირთვი შეინარჩუნეს, დაიმატეს პეგასის ხაზის მოთამაშე ლაპიაშვილი და ამ სეზონშიც ფავორიტთა შორის იქნებიან.

საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა სტუ-იმედმა, რომელსაც საკმაო წინააღმდეგობა გაუწია სამტრედიის გუნდმა. იმედმა 29-25 მოიგო.

2018 წლის თასის მფლობელის, თბილისის პეგასი შემადგენლობა კი შესუსტებულია: საფრანგეთში გადავიდა კალანდაძე, ბათუმში - ლაპიაშვილი, ქუთაისში - ზარნაძე. მიუხედავად ამისა, პეგასს მრავლად ჰყავს ჭაბუკი ხელბურთელები და მეოთხედფინალში მან უპრობლემოდ, 43-24 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს.

შეივსო ქუთაისის გუნდი: ზარნაძის გარდა, მათ ბათუმიდან დაიმატეს სურმავა და თევზაძე. ახალ სეზონს უკეთესი შემადგენლობით შეხვდა სპორტის უნივერსიტეტის გუნდიც. ამის წყალობით სტუდენტებმა კარგა ხანს გაუწიეს წინააღმდეგობა ქუთაისს. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სპორტუნი წინ იყო: 15-13, მაგრამ გამზარდიამ და რუსტამოვმა თამაშის ნახევარი მაინც მოაგებინეს ქუთაისს (17-16), შესვენების შემდეგ კი სხვაობა გაიზარდა - 40-32.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2019. კაცები

გლდანი. მეოთხედფინალი, 15 ოქტომბერი

გორი - BSB ბათუმი 35-45

გორ: თითირაშვილი - დალაქიშვილი 13, გაგლოშვილი 10, ახალბედაშვილი 5, მჭედლიშვილი 3, ზუბიაშვილი 2, იაშვილი 2, ბერუაშვილი, შემშენოვი, მეტრეველი - მწვ. მამაცაშვილი

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - გიორგაძე 11, აბრამიშვილი 6, გოგოლაძე 5, სიმონია 5, ლაპიაშვილი 4, მსხვილიძე 3, ტიელიძე 3, თურმანიძე 3, კაკულია 3, ტალახაძე 1, მჟავანაძე 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი - მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

სამტრედია - იმედი-სტუ 25-29

სამ: ფახურიძე - ძნელაძე 8, ხომერიკი 7, აფრიდონიძე 4, ადამია 3, ხელისუფალი 2, ქავზინაძე 1, ხონელიძე, მანაგაძე, ნადირაძე - მწვ. ხელისუფალი

სტუ: ცინცაძე, ხიდეშელი - გავაშელიშვილი 8, გოგალაძე 7, ერისთავი 5, გრიშიკაშვილი 2, კორსანტია 2, აბჟანდაძე 2, დიდია 2, ცხვარაშვილი 1, ცირდავა - მწვ. კეკელიძე, ორჯონიკიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

პრომეთე წყალტუბო - პეგასი 24-43

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე - ხელაძე 9, გველესიანი 9, მეტონიძე 3, ქაშიბაძე 2, ფანცხავა 1, მუკბანიანი, გოდოლაძე, კოვზირიძე, ჩავჩიძე - მწვ. გოგიძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი - ჟვანია 9, კუხალაშვილი 7, კოხრეიძე 7, ბაძაღუა 6, გვაზავა 3, ჩეჩელაშვილი 3, მდივანი 2, გ. არეშიძე 2, პატაშური 1, ქათამაძე 1, კობახიძე 1, ა. არეშიძე 1, ჭანტურია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი- თ. კევლიშვილი

სპორტუნი - ქუთაისი 32-40

სპ: ხანდოლიშვილი, კუპატაძე - ბულბულაშვილი 10, გ. იობაშვილი 8, თიგიშვილი 7, მიქავა 3, ზურაბიანი 1, ჯ. იმნაძე 1, ჩაკვეტაძე 1, გოდელაშვილი 1, გულდედავა - მწვ. შარანგია

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი - რუსტამოვი 10, გამზარდია 8, სურმავა 6, სტურუა 4, ხაჟომია 4, მერკვილაძე 3, ფერაძე 2, ჯუღელი 2, ზარნაძე 1, კობახიძე, თევზაძე, ლ. იმნაძე, ლომიძე - მწვ. ბოყოჩაძე, ყააველაშვილი, გობეჯიშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

დელეგატები: ვ. ბერიაშვილი, ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე

ნახევარფინალი, 16 ოქტომბერი

13:00 ბათუმი - იმედი-სტუ

15:00 პეგასი - ქუთაისი

ფინალი, 17 ოქტომბერი, 15:00

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.207363