სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:02 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზეა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბელგია, იტალია, რუსეთი, პოლონეთი და ახლა უკვე უკრაინა. ეს იმ ნაკრებთა ჩამონათვალია, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მიზანს ძალიან მიუახლოვდნენ ინგლისი, საფრანგეთი და თურქეთი.

პორტუგალიამ ვითარება ოდნავ გაირთულა, თუმცა საკმაოდ მარტივი კალენდარი აქვს და წესით, არ უნდა გაუჭირდეს, დარჩენილი ორივე მატჩის მოგება, ხოლო კოსოვომ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი დაიტოვა.

A ჯგუფი

ინგლისის ნაკრებმა სამი დღის წინ პრაღაში მარცხის გამო ჯავრი ბულგარეთზე იყარა, რომელსაც სოფიაში 6:0 მოუგო. გარეთ საუთგეიტის გუნდის უპირატესობა უდიდესი იყო და პირველივე ტაიმში უკვე გადაწყვეტილი გახლდათ მატჩის ბედი. ერთია ინგლისის კარგი გარჯა, მეორე ბულგარეთის ნაკრების უსუსურობა, რომელსაც 7 ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. ინგლისმა კი, 15 ქულას მოუყარა თავი და ჯერ ოფიციალურად არ მოუპოვებია ფინალური ეტაპის საგზური, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია და ნოემბერში ბილეთი ხელში ექნება.

ამავე ჯგუფში კოსოვოს ნაკრებმა მონტენეგროს რაჰმანისა და ვედათ მურიქის პირველივე ტაიმში გატანილი ორი უპასუხო გოლით აჯობა. შედეგად, მეორე ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა. ჩეხეთს 11, კოსოვოს 10 ქულა აქვს და ყველაფერს დარჩენილი ორი ტური გაარკვევს. მეტწილად, 14 ნოემბერს გასამართი დაპირისპირება, როდესაც უშუალო კონკურენტები პრაღაში ერთმანეთს შეხვდებიან.

ბულგარეთი - ინგლისი 0:6 (0:4)

გოლები: 0:1 რაშფორდი (7), 0:2 ბარკლი (20), 0:3 ბარკლი (32), 0:4 სტერლინგი (45), 0:5 სტერლინგი (69), 0:6 კეინი (85)

კოსოვო - მონტენეგრო 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 რაჰმანი (10), 2:0 მურიქი (34)

B ჯგუფი

უკრაინა უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა შესარჩევი ციკლი ფანტასტიკურად ჩაატარა და 7 მატჩში 21 შესაძლოა ქულიდან 19 მოიპოვა. უკრაინელებმა კიევში მოქმედ ევროპის ჩემპიონს, პორტუგალიასაც მოუგეს. რომან იარემჩუკისა და ანდრეი იარმოლენკოს გოლებით მასპინძლებმა ანტრაქტამდე მოიპოვეს კომფორტული უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ.

მეორე ნახევარში კრიშტიანუ რონალდუმ პენალტით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ პორტუგალიამ საგრძნობი სათამაშო უპირატესობის მეორე გოლში გარდასახვა ვერ შეძლო და უქულოდ დარჩა. სხვათა შორის, კრიშტიანუმ კარიერაში მე-700 გოლის გატანა შეძლო.

უკრაინამ კი 19 ქულით არათუ ფინალური ეტაპის საგზური, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც დაიბევა. მეორე გამსვლელი ბილეთი კი, ან პორტუგალიას ერგება, ან სერბეთს. ორივე გუნდს თანაბარი მატჩები აქვთ ჩატარებული, მაგრამ ფერნანდუ სანტუშის გუნდს ერთი ქულით მეტი აქვს მოპოვებული. ასე, რომ ყველაფერი მათ ხელშია დარჩენილ ორ ტურში ლიეტუვასა და ლუქსემბურგს თუ დაამარცხებენ (რაც წესით არ უნდა გაუჭირდეთ), ფინალურ ეტაპზეც გავლენ.

ლიეტუვა - სერბეთი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 მიტროვიჩი (48), 0:2 მიტროვიჩი (53), 1:1 კაზლაუსკასი (79)

უკრაინა - პორტუგალია 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 იარემჩუკი (6), 2:0 იარმოლენკო (27), 2:1 რონალდუ (72, პენ)

H ჯგუფი

ოფიციალურად არა, მაგრამ თითქმის ყველაფერი გარკვეულია H ჯგუფში, სადაც თურქეთი და საფრანგეთი ახლოს არიან მიზანთან. ეს გუნდები ერთმანეთს „სტად დე ფრანსზე“ დაუპირისპირდნენ და გამრჯვებული გაიფორმებდა საგზურს, მაგრამ შეხვედრა ფრედ დასრულდა. სხვათა შორის, შეხვედრას უამრავი თურქი ქომაგი დაესწრო და საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ თურქეთის ნაკრების სტუმრად თამაშობდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 76-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ თავით ანგარიშის გახსნა მოახერხა, რამაც ისლანდიას იმედი გაუჩინა, რომელმაც პარალელურად ანდორა დაამარცხა. თუმცა 6 წუთში ქაან აიჰანმა ასევე თავით გაიტანა და თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

შენოლ გიუნეშისა და დიდიე დეშამის გუნდებს 19-19 ქულა აქვთ და ისლანდიას 4 ქულით სჯაბნიან. წინ კი მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი , საფრანგეთი მოლდოვასა და ალბანეთს დაუპირისპირდება და ბუნებრივია ქულების დაგროვება არ გაუჭირდება. თურქეთი კი ჯერ ისლანდიას დაუხვდება რომც წააგოს, შემდეგ ანდორის ძლევის შემთხვევაში მაინც გავა ჯგუფიდან. თუმცა, მანამდე იმავე ისლანდიასთან ფრეც მიიყვანს მიზნამდე.

საფრანგეთი - თურქეთი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჟირუ (76), 1:1 აიჰანი (82)

ისლანდია - ანდორა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სიგურდსონი (38), 2:0 სიგთორსონი (64)

მოლდოვა - ალბანეთი 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 ციკალეში (22), 0:2 ბარე (34), 0:3 ტრაში (40), 0:4 მანაი (90)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.554116
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X