ფეხბურთი

23:40 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა ესტონეთი დაამარცხეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ გაიტანეს. გუნდები 15 ოქტომბერს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

გიორგი მიქაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მამაცაშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, ზურაბიანი, ოგბაიძე, ომარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კონიაშვილი, შალიკაშვილი, მჭედლიშვილი, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ფაჩულია, ილურიძე.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114688