ფეხბურთი

13:15 | 13.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ობამეიანგთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს

გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შესაძლოა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, კლუბმა მოლაპარაება დაიწყო და სურს ფეხბურთელ კონტრაქტი ორი წლით, 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს.

ობამეიანგი "არსენალში" 2018 წლის იანვარში გადავიდა და 75 მატჩში 49 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა თავდამსხმელმა 10 შეხვედრაში თავი რვაჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111673